Home ახალი ამბები საქართველო მშვიდობის ადამიანი

მშვიდობის ადამიანი

დასავლეთის დახმარება წაქეზებით იწყება და შეშფოთებით მთავრდება

605

რამდენიმე დღის წინათ კატარში ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით გაიმართა მაღალი დონის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწროსაქართველოს პრემიერმინისტრის მიერ კატარში გაკეთებული განცხადებები იყო საქართველოს ღირსეული ლიდერის,  ქვეყნის ჭეშმარიტი  წინამძღოლისა და საკუთარი ხალხისთვის თავდადებული მოღვაწის სიტყვები, რომლესაც ისტორია არ და ვერ დაივიწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი საბოლოოდ გაემიჯნა დასავლეთის იმ ძალებს, რომლებსაც  ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები პოლიტიკის განუყოფელ ინსტრუმენტებად უქცევია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბლუმბერგის მოდერატორის მიერ დასმულ შეკითხვებს მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდითა და სერიოზულობით ისეთი პასუხები გასცა, წესით, მთელი დასავლეთი უნდა დააფიქროს. უკრაინს მიმართ პრემიერმინისტრს ასეთი გზავნილები ჰქონდა: ომის დაწყებიდან დღემდე ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.  ეს არის დღევანდელი სტატუს კვო”.

 ეს ძალიან მოკლე, მაგრამ უაღრესად ტევადი შეფასებაა. აი რა მიიღო უკრაინამ  ნატოსა და ევროკავშირის წევრობის აკვიატებითა და დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორობით.  ეს უთხრა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ უკრაინასაც და დასავლეთსაც. გზავნილი ზუსტია და გასაგები, მაგრამ ღარიბაშვილის შემდეგ განმარტებებში მისი სათქმელის პათოსი უფრო გამოიკვეთა: რა მოხდება ხვალ, არ ვიცი. მე მგონი, არც არავინ იცის. სამწუხაროდ,  ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”.

 უძლიერესი გზავნილია არა მხოლოდ ღრმა შინაარსით, არამედ ღრმა ქვეტექსტებით დატვირთული. ”საერთაშორისო თანამეგობრობის” ქვეშ მან, როგორც მიღებულია, კოლექტიური დასავლეთი იგულისხმა. და რა თქვა დასავლეთზე? – ვერ ვხედავ საკმარის ძალისხმევას ომის შესაჩერებლადო. განა ეს მთელი დასავლური პოლიტიკის გაშიფრვა არ არის? თქვენ ომის შეჩერება არ გსურთ, – ეუბნება საქართველოს ლიდერი დასავლეთს. სხვა რა ქნას პატარა და სუსტი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა? დამისახელეთ სხვა უფრო დიდი და ძლიერი სახელმწიფოს ლიდერი,  რომელმაც სიმართლე ასე მტკიცედ უთხრა დასავლეთს. რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას, პრემიერმინისტრმა ბლუმბერგის მოდერატორის წინაშე  განაცხადა: ეს არა ხოლოდ დააზიანებდა, არამედ დაანგრევდა საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ დავიწყებ იმით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. გახსოვთ ვინმე, ვინც სანქციები დაუწესა რუსეთს ჩვენთან ომის დროს? არავინ! მსოფლიოში არავის ჰქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური, ამიტომ ჩემი შეკითხვა ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მიმართ არის შემდეგი: ჩემო მეგობრებო, თქვენ განაგრძობდით ბიზნესს რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში. როკავშირმა 2,5 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2008-2022 წლებში. სად არის ლოგიკა, ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?!”    შემირცხვენია დასავლეთის ლოგიკაც და სინდისიც. რუსეთთან ომში ჩათრევით 45-მილიონიანი უზარმაზარი უკრაინა მიწასთან გაასწორეს. ამასაც არ სჯერდებიან და სამმილიონიან საქართველოს რუსეთთან ომში ითრევენ. ეს იმ დროს, როდესაც საქართველომ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარ მაგალითზე იცის, რომ დასავლეთისგან რეალური დახმარება არც ყოფილა და არც იქნება.  დასავლეთისდახმარებაწაქეზებით იწყება და შეშფოთებით მთავრდება. დააკვირდით ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოხმობილ არგუმენტებს: მინდა განვმარტო, რომ რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ერთ მილიარდ დოლარზე ნაკლებია. ახლა შედარებისთვის: ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ ოთხ დღეში ვაჭრობს იმდენს, რამდენსაც საქართველო მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა, ხომ?! რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში ჩვენი წილი 0,3 პროცენტია და ამ მასშტაბებში იქნებოდა სანქციების შედეგიც.

ვინც საქართველოს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას  სთხოვს, მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – საქართველოს განადგურება. არ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ საქართველოს მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს დააზიანებს, ამას დამანგრეველი უკუეფექტი ექნება მხოლოდ. დააკვირდით,  რა შეკითხვას უსვამს ღარიბაშვილი ბლუმბერგის მოდერატორს: ჩვენ შევუერთდით ხუთასზე მეტ რეზოლუციას და განაცხადს ყველგან, ყველა პლატფორმაზე და სრულ თანხვედრაში ვართ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთანმინდა გკითხოთ: კიდევ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელ მეგობრებს შეიძლება სხვა მოლოდინიც ჰქონდეთ, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომები.

ქართველი ხალხი ვინ და როგორ უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ვინც ითხოვს, იმას საქართველოსთვის სიკეთე სურს, ეს ხომ სრული აბსურდია?! დააკვირდით, როგორ განსაზღვრა მისი, როგორც პრემიერმინისტრის,  ამოცანები ირაკლი ღარიბაშვილმა: ”ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა. ეს არის ჩემი ინტერესი.

ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთს მოუწოდებს,  გაითვალისწინოს ქართველი ხალხის მდგომარეობაც და ინტერესებიც, გაითვალისწინოს მისი ეროვნული სუვერენიტეტი და ეროვნული ღირსება. ასეთ შემთხვევაში საქართველო დასავლეთისგან არსად  გარბის: მინდა, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოვო ნატოს და ევროკავშირს. ამ მიმართულებით საქართველოში ვინმეს თუ უნახავს რამე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობისა და იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც მე წარმოვადგენ.

   ღარიბაშვილის ლოგიკა მძივივით არის აწყობილი. ჩვენ ვისწრაფვით დასავლეთისკენ – ევროკავშირისა და ნატოსკენ, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად რუსეთთან მეორე ფრონტს ვერ გავხსნით, არც ეროვნულ  სუვერენიტეტსა და ღირსების დათმობას ვაპირებთ. ეს იმ ლიდერის გზავნილია, რომელიც ზედმიწევნით ერკვევა ეროვნულ ღირებულებათა იერარქიაში და რომელმაც შესანიშნავად იცის, რომელ  ნაბიჯს რა შედეგი მოჰყვება. მას რუსეთთან ფრენების აღდგენის გამოც დაუსვეს შეკითხვა. ღარიბაშვილმა აქაც ზუსტი და ლოგიკური პოზიცია გამოხატა: ეს არის რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის ნაწილი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევაჩეროთ ეს ურთიერთობები, თუმცა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია საქართველოში არ იფრენს. ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის და მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც მას გაუკეთები ჩვენთვის. ევროპის მიმართაც ძალიან მადლიერნი ვართ, მაგრამ საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს ეროვნული ინტერესები. ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან.

   არ ვიცი, უკეთესად შეიძლება თუ არა ვითარების  ახსნა, აზრის ჩამოყალიბება, განა აქ კიდევ რამე რჩება საეჭვო და შემოსადავებელი?! დასასრულ, ჩინეთის საკითხი. ირაკლი ღარიბაშვილი დასავლურ გავლენიან მედიასაშუალებას პირდაპირ ეუბნება: ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვსთავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ვზრდით სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს.   ამერიკელებს რომ განუცხადებ, ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვსო, ეს უკვე გმირობაა. ვიცით ამერიკელების დამოკიდებულება, როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის მიმართ. ღარიბაშვილი კი არა მხოლოდ ჩინეთთან კარგ ურთიერთობებზე საუბრობს, არამედ ამ სახელმწიფოს როლს უკრაინის კრიზისის გადაწყვეტის საქმეში, დასავლეთისგან განსხვავებით, დადებით შეფასებას აძლევს: ამ კრიზისის განმავლობაში ჩინეთს ძალიან ჭკვიანური მიდგომა აქვსმედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მე მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნისგან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისა და მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს ქვეყნებს. მე, საზოგად, მშვიდობის ადამიანი ვარ!”

   რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელებში ვთქვი, რომ ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო ირაკლი ღარიბაშვილი ქართველმა ხალხმა ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინოს-მეთქი. ავაზაკმა ჟურნალისტებმა ეს ნათქვამი ბოროტად ატრიალეს და მისგან უკუეფექტის მიღებმა სცადეს, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდათ. სამწუხაროდ, “ქოცებშიც” კი აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი მაღალი ჯილდოს შესაბამისი არაფერი ჩაუდენია, იგი ჯერჯერობით სტაბილურობას ინარჩუნებს და სულ ეს არისო. ერთია ის, როგორ შეაფასებენ ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობას პრემიერმინისტრის პოსტზე მისი თანაგუნდელები, მეორე კი ის, როგორ შეაფასებს მას ისტორია. ღარიბაშვილმა არამხოლოდ საქართველოში შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ სერიოზულად იღვაწა მშვიდობისთვის ამიერკავკასიაშიც, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გლობალური ომის საშოშროება სრულიად რეალური იყო. არავითარი სურვილი არ მამოძრავებს, რომ ამ ომის თავიდან აცილება მთლიანად საქართველოს პრემიერმინისტრს მივაწერო, მაგრამ, ამ მიმართულებით მან კარგად და ბრძნულად რომ იღვაწა, ფაქტია.  მშვიდობისთვის შრომა და გარჯა ღარიბაშვილის ფუნდამენტური მიმართულებაა. მან ზუსტად  დაახასიათა  საკუთარი  თავი ბლუმბერგის მედიატორთან საუბრისას, როდესაც განაცხადა: მე, საზოგად, მშვიდობის ადამიანი ვარ!”     

ვალერი კვარაცხელია                                                                                                            

 P. S.  24 მაისს მოსკოვში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც რევოლუციური და გრანდიოზული გეგმები დაისახა. ღონისძიებაში წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე  სი ძინპინი, რომელიც ონლაინრეჟიმში ერთვებოდა. მსოფლიო გეოპოლიტიკური რეალობა ჩვენ თვალწინ იცვლება. ერთპოლუსიანი მსოფლიო უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა.

ვ. კ.                                                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here