Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთს გლობალური მშიერი ბუნტი ელის

დასავლეთს გლობალური მშიერი ბუნტი ელის

115

მსოფლიო ქაოსისა და გლობალური ბუნტის ზღვარზე დგას. ადრეც არაერთხელ გვსმენია მსგავსი აპოკალიფსური წინასწარმეტყველება, მაგრამ, თუ იმხანად მათ ყვითელი პრესა ავრცელებდა, ახლა მსგავს პროგნოზებს სოლიდური ანალიტიკური ცენტრები აკეთებენ.

ბევრი ხმაური გამოიწვია ბიზნეს-ჟურნალ The Economist -ის პროგნოზმა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე. ამ მონაცემების თანახმად, ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია მშიერი ბუნტი და არეულობა. ასეთი ქვეყანა ბევრია აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში. რყევები ელის თურქმენეთს, ეგვიპტეს, ვიეტნამს, მიანმას; შემდეგ _ უზბეკეთს, კოლუმბიას, ნიკარაგუას, მავრიტანიას, ბოტსვანას და სხვ.

ამ ყველაფერში დასავლური მედია რუსეთს ადანაშაულებს _ თითქოს უკრაინაში მიმდინარე ომმა სასურსათო კრიზისი გამოიწვია, მაგრამ საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინათ დასავლური საზოგადოების საყვარელი პერსონა გრეტა ტუნბერგი უკვე გამოაცხადეს კრემლის აგენტად. შორს არ არის დრო, როდესაც ე.წ. მწვანე ეკონომიკას რუსეთის ხრიკს დაარქმევენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here