Home ახალი ამბები მსოფლიო მოსკოვმა და პეკინმა დაადასტურეს, რომ მზად არიან, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი

მოსკოვმა და პეკინმა დაადასტურეს, რომ მზად არიან, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი

158

რუსეთმა და ჩინეთმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მზად არიან, ერთობლივი ძალიხმევით დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ერთობლივად შექმნან დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული წესრიგი საერთაშორისო არენაზე. ეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, _ წერს  dzen.ru.

მეგობარი ქვეყნის ინტერესების დაცვის გადაწყვეტილება დაადასტურეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მა ჩჟაოსიუიმ. შესაბამისი განცხადება რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ინტერნეტრესურსზე 2 თებერვალს გამოქვეყნდა. დადასტურდა განზრახვა, მტკიცედ დავიცვათ ორი ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, განვითარების ინტერესები, ერთობლივად ავაშენოთ უფრო სამართლიანი, დემოკრატიული მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი“, _ ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე ცნობილი შეიქნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, გეგმების შესახებ, რომ მოლაპარაკება გამართოს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. შეხვედრა, შესაძლოა, აშშ-ის ოფიციალური პირის პეკინში ვიზიტის ფარგლებში მოხდეს. 

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here