Home ახალი ამბები საქართველო მართლმადიდებელი რუსეთის იმპერია თუ ანგლოსაქსების მიერ გათახსირებულ-გარყვნილი სამყარო?

მართლმადიდებელი რუსეთის იმპერია თუ ანგლოსაქსების მიერ გათახსირებულ-გარყვნილი სამყარო?

375

24 თებერვალს  წელიწადი შესრულდება, რაც თითქმის მთელი „დემოკრატიული“ დასავლეთი ანგლოსაქსების  (აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის) მეთაურობით უშედეგოდ ებრძვის „ველურ“ რუსეთს, პირადად მის „დიქტატორ“ პრეზიდენტ  ვლადიმერ პუტინს.

უკრაინის მიწაზე აშშ-ის მიერ გაჩაღებული ძმათამკვლელი ომის მთავარი მიზანი, გნებავთ, ამოცანა, რომ ომის შედეგებით უკმაყოფილო  მილიონობით  რუსი  წითელ მოედანზე გამოცვივდებოდა და შიგნიდან დაანგრევდა  ლიბერასტული დასავლეთისთვის საძულველი რუსეთის მართლმადიდებელ იმპერიას, კიდევ ერთხელ ვერ შესრულდა.კიდევ ერთხელ, რადგან აშშ-სა  და რუსეთს შორის დიპლომატიით შენიღბული თუ აშკარა ომები, მრავალი ათეული წელია, ერთმორწმუნე რუსეთის უდავო უპირატესობით მიმდინარეობს.

რატომ? იმიტომ, რომ ბრძოლის ველზე გასული რუსების  მოტივაცია სამშობლოს სიყვარულია, რომელთანაც უძლურია მწვანე კუპიურების სიყვარული.

ახლაც ასე მოხდა _ უკრაინის ფრონტიდან წამოსულმა კუბოების ქარავანმა პროტესტი რუსეთის მხოლოდ ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის ლიბერასტული ნაწილის წარმომადგენლებში გამოიწვია, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილი სამშობლო საკუთარი შემოქმედებით გაემხნევებინა, თავისი ავლადიდებით ლიბერასტულ დასავლეთში  „მოხია“ და იქიდან უთხრის ძირს ქვეყანას, რომელშიც  პოპულარობა  მოიხვეჭა და ის მილიონები იშოვა და ახლა  არხეინად ცხოვრობს დასავლეთის მაძღარ  ქვეყნებში. მაგრამ რა გასაკვირია?!  ამ ჯიშის ხალხისთვის ხომ სამშობლო, პატრიოტიზმი და სხვა მაღალი მატერიები უცხო ხილია?  ასეთ ადამიანებს (რომელთა მსგავსიც, სხვათა  შორის,  ჩვენშიც საკმაოდაა) სამშობლო არ გააჩნიათ.

კუბოების ქარავანმა არათუ შიგნიდან ააფეთქა რუსეთი, არამედ რუსი ხალხი თავისი პრეზიდენტის გარშემო ერთ მუშტად შეკრა. და, თუ რუსეთის მოკავშირეებს, რომლებიც იმპერატორ ალექსანდრე III-ის  ფრთიანი ფრაზის მიხედვით,  ორი ჰყავს_ „საკუთარი არმია და ფლოტი“, მესამეს  დავუმატებთ ზემძლავრი ბირთვული ტრიადის სახით, რომლის კუნთებსაც ვლადიმერ პუტინი  ბოლო ხანს  ისე ხშირად და დამაჯერებლად ათამაშებს, რომ ოკეანისგაღმელ  „ქორებს“  შოკში აგდებს,  რუსეთის არმიის მძლეველ  სამხედრო ძალას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

და ყველაზე მძლავრი ფაქტორი: სწორედ იმ კუბოებმა შესძინეს უკრაინის მიწაზე აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას  მესამე სამამულო ომის სტატუსი (ანუ, სამშობლოს სიყვარული, პატროტიზმი) რუსეთისთვის.  სამშობლოს სიყვარული და პატროტიზმი  კი ყველა იარაღზე მძლავრი რომ არის,  ჯერ 1812 წლის პირველ სამამულო ომში დაამტკიცეს რუსებმა, როდესაც მოსკოვში შეჭრილ ნაპოლეონს  ომი  პარიზში „დაუმთავრეს“;  მეორედ _ 1945 წელს, როცა ჰიტლერი,  ფაშიზმთან ერთად, ბერლინში მოახრჩო გენერალისიმუსმა სტალინმა.

თუ პირველ და მეორე სამამულო ომებში, ნაპოლეონისა და ჰიტლერის მეთაურობით, მთელი კოლექტიური დასავლეთი ებრძოდა რუსეთის მართლმადიდებელ იმპერიას, დღევანდელ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც  „თითქმის“  იმავეს თქმა შეიძლება.

რუსეთის მართლმდიდებელი იმპერიის როგორმე დაშლა  _  აი უმთავრესი მიზანი თუ ამოცანა რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული  დიპლომატიით შენიღბული თუ აშკარა მრავალწლოვანი ომისა…

რა „ჩიტიც“ დაიჭირა პირველ და მეორე სამამულო ომებში კოლექტიურმა დასავლეთმა, დიდი ალბათობით, იმასვე დაიჭერს ახლაც, რადგან რუსეთთან წლების განმავლობაში მებრძოლმა დასავლეთმა, რომ იტყვიან, ჭკუა ვერ ისწავლა და იმდენი მოახერხა, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა რუსეთისათვის სამამულო ომის მნიშვნელობა შეიძინა.

ნათქვამია, ღმერთი სამობითააო და რაღა მესამე სამამულო ომში გაუწყრება ღმერთი  რუსეთს, რომელიც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთადერთი დამცველია მართლმდიდებელი ეკლესიისა და ზოგადსაკაცობრიო  მარადიული ზნეობრივი  ღირებულებებისა!

დავით მხეიძე                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here