Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო: მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმები განხორციელდა უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან სულ...

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო: მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმები განხორციელდა უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან სულ მცირე 35 კმ-ის დაშორებით მდებარე სამიზნეებზე

80
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციისა და ენერგეტიკის ობიექტებზე გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმების დეტალებზე ისაუბრეს. აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა უკრაინისა და პოლონეთის საზღვრიდან სულ მცირე 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე სამიზნეებზე. რუსი სამხედროების თქმით, ყველა დანიშნული სამიზნე განადგურდა.

“უკრაინაში მდებარე სამიზნეებზე – სამხედრო ადმინისტრაციის და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე – გასროლილი ყველა რაკეტა ზუსტად მოხვდა მიზანს”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„15 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შორი მანძილის მაღალი სიზუსტის საჰაერო და საზღვაო ბაზირების იარაღით მასიური დარტყმა მიაყენეს უკრაინის სამხედრო ადმინისტრირების და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებს – ყველა დარტყმის მიზანი მიღწეულია“, – განაცხადეს რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის ბოლო შეჯამებისას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, სოფელ პშევოდუვში თითქოსდა რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ უკრაინული წყაროების და უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებები არის „მიზანმიმართული პროვოკაცია სიტუაციის ესკალაციის მიზნით“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here