Home ახალი ამბები მსოფლიო ლავროვი: დასავლეთის ომი რუსეთის წინააღმდეგ აღარ არის ჰიბრიდული, არამედ თითქმის რეალურია

ლავროვი: დასავლეთის ომი რუსეთის წინააღმდეგ აღარ არის ჰიბრიდული, არამედ თითქმის რეალურია

77
ლავროვი: დასავლეთის ომი რუსეთის წინააღმდეგ აღარ არის ჰიბრიდული, არამედ თითქმის რეალურია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის “ჰიბრიდული” ომი დასავლეთის ქვეყნებთან თითქმის “რეალური” გახდა. ამის შესახებ მან სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც იქ, უკრაინაში ხდება, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ თითქმის რეალურია, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ და ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი რუსული: ენიდან დაწყებული კულტურის ჩათვლით, რაც იყო უკრაინაში საუკუნეების განმავლობაში და აუკრძალონ ხალხს მშობლიურ ენაზე ლაპარაკი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე (ციტატა „რია ნოვოსტის“ მიხედვით).

რუსმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტი მშვიდობის ლოზუნგებით აირჩიეს, მაგრამ „მყისიერად, არჩევნების შემდეგ ისინი გადაიქცნენ ომის პრეზიდენტებად, რუსოფობ პრეზიდენტებად“.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში არის პასუხი დასავლეთის მიერ გაჩაღებულ „ჰიბრიდულ ომზე“. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ამას წინათ, ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც “მოიცავს საომარ მოქმედებებში არაპირდაპირი მონაწილეობის ელემენტებს, ასევე ეკონომიკური ომის, ფინანსური ომის, სამართლებრივი ომის ელემენტებს”. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია „ომის შესაჩერებლად“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here