Home ახალი ამბები მსოფლიო ხელმძღვანელობენ რა პრინციპით – „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე”, უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთები მიზანმიმართულად...

ხელმძღვანელობენ რა პრინციპით – „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე”, უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთები მიზანმიმართულად სპობენ ტყვედ ჩავარდნილ „ძმობილებს”, ნაღმმტყორცნებისა და დრონების მეშვეობით

269
ხელმძღვანელობენ რა პრინციპით - „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე

ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლმა და შემდეგ ტყვედ ჩავარდნილმა ქართველმა დაქირავებულმა გურამ ჭიჭინაძემ, – იუწყება „პოლიტნავიგატორის” კორესპონდენტი.

მისი სიტყვებით, იგი იბრძოდა უკრ. შეიარაღ. ძალების 115-ე ბრიგადის 44-ე ბატალიონის რიგებში და, რუსული პოზიციების წარუმატებელი შტურმის შედეგად, ტყვედ ჩავარდა.

„ორსაათნახევრიანი ბრძოლის შედეგად, დაახლოებით 200-ზე ცოტა მეტი დაღუპული გვყავდა და კიდევ 300-მდე დაჭრილი. მე მქონდა რაცია. ვიძახი: ‘ასე და ასეა, ჩავვარდით ტყვედ, არ ისროლოთ!’ – ‘გასაგებია, მივიღეთ’. მე დავასახელე, ვინ არის დაჭრილი, ვინ – მოკლული. და ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო, ნაღმმტყორცნები და ყველაფერი. მოფრინდნენ დრონები, ყრიან ბომბებს.

ისინი, ვინც ძირს იწვა დაჭრილი, უბრალოდ დახოცეს, ჩვენებმა. მე მაღლა ვიყურებოდი და ვღრიალებდი: ‘პ-რასტებო!’

შემდეგ, როდესაც ჩვენ, ცოცხლად გადარჩენილები, გამოვყავდით, წამოვიდა [დრონი] „ბაბა იაგა”, რაღაც ჩამოაგდო, ყველაფერი დაწვა, ბიჭთან ერთად. ბოლომდე ხოცავდნენ, ნაღმმტყორცნებით. მე ვეუბნები: ‘არ ისროლოთ!”, ისინი კი მპასუხობენ: ‘ეს ჩვენ არ ვართ, ვიღაც სხვა ისვრის” – იგონებს ტყვედ ჩავარდნილი ჭიჭინაძე.

მან ასევე აღნიშნა რუსი ჯარისკაცების ადამიანური დამოკიდებულება ტყვეების მიმართ. „იარაღი დავყარეთ, მე უკვე ჭრილობა მქონდა მიღებული. ადამიანურად მოგვექცნენ, ასეთ რამეს არ ველოდი. არა იმიტომ, რომ რუსები არიან, უბრალოდ, ზოგადად, სამხედროებისგან: ჯერ გესვრიან, შემდეგ იღებ და აჭმევ ამ ადამიანს. დამოკიდებულება შესანიშნავი იყო” – დასძინა ქართველმა.

1 COMMENT

  1. ხელმძღვანელობენ რა პრინციპით – „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე”, უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთები მიზანმიმართულად სპობენ ტყვედ ჩავარდნილ „ძმობილებს”, ნაღმმტყორცნებისა და დრონების მეშვეობით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here