Home ახალი ამბები კალაძე თანამშრომლებს: მანქანის პარკინგის სამსახურებრივი საშვი ოჯახის წევრებს არ გადასცეთ

კალაძე თანამშრომლებს: მანქანის პარკინგის სამსახურებრივი საშვი ოჯახის წევრებს არ გადასცეთ

2288
ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მერმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებებისთვის გამოყენების.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომობილებისთვის და ასევე იმ ავტომანქანებისათვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან. ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს  და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისაგან. მინდა მივმართო ჩემს მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითოები, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here