Home ახალი ამბები მსოფლიო ირანი და არგენტინა ბრიჩს-ის წევრები იქნებიან

ირანი და არგენტინა ბრიჩს-ის წევრები იქნებიან

186

23 ივნისს გამართული ბრიჩსის (ბლოკი, რომელშიც შედის 5 სახელმწიფო: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა) სამიტის შემდეგ ირანმა და არგენტინამ ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ამ გაერთიანებაში შესვლის შესახებ, _ განაცხადა რფის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

“სანამ თეთრ სახლში ფიქრობდნენ, კიდევ რა უნდა გაეთიშათ, აეკრძალათ და გაეფუჭებინათ მსოფლიოში, არგენტინამ და ირანმა განაცხადები შეიტანეს ბრიჩს-ში გაწევრების შესახებ”, _ აღნიშნა რუსმა დიპლომატმა მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ჰათიმზადემ თქვა, რომ თეირანმა განაცხადი შეიტანა ბრიჩს-ში ინტეგრაციაზე. მანამდე არგენტინის ლიდერმა ალბერტო ფერნანდესმა არგენტინის ბრიჩს-ში გაწევრების შესახებ განაცხადა.

ჩინეთში არგენტინის ელჩ საბინო ვაკა ნარვახას განცხადებით, არგენტინა იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაწევრდება ბრიჩს-ში. მისი თქმით, სწორედ ამ ბლოკის სახელმწიფოები დაეხმარნენ არგენტინას კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში. დიდი ხანია, ირანი და არგენტინა ცდილობენ ანგლოსაქსური დიქტატისგან თავის დაღწევას და თანამშრომლობენ ბრიჩსთან.

მე-14 სამიტში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი.

სი ძინპირმა, რომელიც ხელმძღვანელობდა სამიტს, განაცხადა, რომ “უკრაინის კრიზისი საგანგაშო სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის”. მას მხედველობაში ჰქონდა საქციელი დასავლეთისა, რომელიც ბოროტად იყენებს სანქციებს”, რათა შეინარჩუნოს ჰეგემონია.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლა შეიძლება ბრიჩს-ის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობით, რომელიც სულ უფრო მტკიცდება. ბლოკში შესვლისას ქვეყნებმა, სულ ცოტა, არ უნდა გაიზიარონ დასავლური ნარატივი რუსეთისა და ჩინეთის, როგორც “აგრესორების”, შესახებ და ასეთი კანდიდატი ბევრია.

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარს არ უჭერს ლათინური ამერიკისა და აფრიკის არც ერთი ქვეყანა. აზიაში კი ასეთი მხოლოდ იაპონია, სამხრეთი კორეა და ტაივანია. ექსპერტთა აზრით, ბრიჩს-ის ქვეყნებს უფრო კარგი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე G7-ს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here