Home ახალი ამბები მსოფლიო „ჰეზბოლა“ ტერაქტების  სერიის მოწყობითა და იორდანიის მეფის დამხობით იმუქრება“

„ჰეზბოლა“ ტერაქტების  სერიის მოწყობითა და იორდანიის მეფის დამხობით იმუქრება“

476

ახლო აღმოსავლეთის ტელეგრამ-არხები  იუწყებიან ძლიერ წნეხზე  იორდანიის ხელისუფლებასა და მეფეზე:

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთისგან მიიღეს თანხმობა, გაატაროს (არ შეამჩნიოს)  დაახლოებით 30 ათასი მოხალისე; იორდანიისგან კი ითხოვენ მათ განლაგებასა და საზღვრისკენ შეუფერხებლად გატარებას. უარის შემთხვევაში ისინი იორდანიის დედაქალაქზე სარაკეტო დარტყმით იმუქრებიან; რაკეტები გაფრინდება როგორც ისრაელში, ასევე იორდანიაში.

ჰეზბოლა კატარისა და ირანის მეშვეობით  ტერაქტების  სერიითა და იორდანიის მეფის დამხობით იმუქრება, 5-8 ათასი  მებრძოლის (რეზერვისტების) განლაგებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რაც აიხსნება ისრაელის თავდაცვის ძალების დიდი რაოდენობით ლიბანის საზღვრის გასწვრივ განლაგებით. ამასთანავე, სირიის ხელისუფლება, ისევე როგორც ტომების ლიდერები, მზად არიან, რეზერვისტები იორდანიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შეუშვან. სხვა წყაროები იუწყებიან, რომ ლაპარაკია არა  „ჰეზბოლას“, არამედ ფათჰის  (პალესტინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა – გ.გ.)  „ბოევიკებზე“, რომლებიც მზად არიან  ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ოღონდ არა „ჰამასთან“ ერთად (ფათჰის ბოევიკების უმრავლესობა იძულებული იყო, გადასულიყო  ლიბანში, სადაც ისინი დევნილთა ბანაკებში არიან განლაგებული, მათ შორის –  აინ ალ-ჰილვეში).

ეგვიპტე,  კატართან ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე, მზადაა, არ შეამჩნიოს ისლამური სამყაროდან წამოსული მოხალისეების შეღწევა სინაის ნახევარკუნძულზე. მოხალისეების შეკრების  მეორე  პუნქტის გახსნას მოითხოვენ ორდანიისგან, რადგან ეგვიპტე თითქოს კატეგორიულ უარს ამბობს თავის  ტერიტორიაზე „ბოევიკების“, განსაკუთრებით „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენლებისა და პროთურქულად განწყობილი მებრძოლების შეშვებაზე.

თუ ამ ხმების ნახევარი მაინც სიმართლეა, ისრაელს ძალიან გაუჭირდება. ამასთანავე, იორდანია ცდილობს, გადადოს ყველა მოლაპარაკება და გადაწყვეტილების მიღება მომავალი კვირისთვის, რათა  დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს. აღსანიშნავია, რომ ისრაელი იორდანიასთან  საზღვარზე ყველაზე ნაკლებად არის მზად  თავდასხმის მოსაგერიებლად,  ანტიისრაელური ჯარების მთავარი ამოცანა კი თელ-ავივისგან ჰაიფასა და ნაზარეთის მოწყვეტაა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.com/ru/channel/@svezhesti/90230

                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here