Home ახალი ამბები საქართველო გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება ფინანსურ გამჭვირვალობას ამერიკაში ჰქონდეს სხვა მიზანი, ხოლო საქართველოში...

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება ფინანსურ გამჭვირვალობას ამერიკაში ჰქონდეს სხვა მიზანი, ხოლო საქართველოში სხვა მიზანი. რაზეც არგუმენტებს ვერ მოძებნიან, იმას ეძახიან რუსულს

96

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება საზოგადოების წინაშე სხვაობა და მსგავსება ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და ამერიკულ კანონს შორის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„პირდაპირი გაგებით სპეკულაციებთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ფინანსურ გამჭვირვალობას ამერიკაში ჰქონდეს სხვა მიზანი, ხოლო საქართველოში – სხვა მიზანი. ამიტომაც ვერ შედიან შინაარსში და ვერასოდეს ვერ თქვეს მუხლი, პუნქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ან დემოკრატიის პრინციპებს, ან ფინანსურ გამჭვირვალობას. აქედან გამომდინარე დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება საზოგადოების წინაშე სხვაობა და მსგავსება ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და ამერიკულ კანონს შორის. რაზეც არგუმენტებს ვერ მოძებნიან, იმას ეძახიან რუსულს. მათი მიზანია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული სწორი, ლიბერალური კანონპროექტის გაშავება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here