Home ახალი ამბები მსოფლიო Global Times: ჩინელებმა იუმორით აღიქვეს ტრამპის კოსმოსური პროგრამა

Global Times: ჩინელებმა იუმორით აღიქვეს ტრამპის კოსმოსური პროგრამა

1442
ტრამპი

ჩინელმა ინტერნეტმომხმარებლებმა დონალდ ტრამპისამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებისპროგრამა ისე აღიქვეს, როგორც ზედმეტად ამბიციური და თავდაჯერებული კაცის ფანტაზია. ანალიტიკოსი ცზიაო ვეისინი აღნიშნავს, რომ ბოლო დროის ამერიკელი პრეზიდენტები თავიანთ მოვალეობად თვლიან, განახორციელონ მასშტაბური პროგრამები, რომელთა რეალიზაციას საბოლოო ჯამში ვერ ახდენენ.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ამერიკელების მთვარეზე დაბრუნების შესახებ ჩინეთის სოციალურ ქსელებში ირონიული შენიშვნების უხვი ნაკადი მოჰყვა, _ იუწყება Global Times-ი.

პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც ხელი მოაწერა თავის პირველ კოსმოსურ დირექტივას, ხაზი გაუსვა, რომ ეს ნაბიჯი მოასწავებს “ამერიკელი ასტრონავტების დაბრუნებას მთვარეზე ხანგრძლივი კვლევების განსახორციელებლად 1972 წლის შემდეგ პირველად”.

ზოგიერთმა ჩინელმა ინტერნეტმომხმარებელმა ივარაუდა, თავის უამრავ “ტვითს”, შესაძლოა, “სელფსაც” კი ამერიკის პრეზიდენტი სწორედ მთვარიდან გაავრცელებს. სხვებს სხვა საკითხი აღელვებდა, კერძოდ, სად აპირებს ტრამპი თავის “გრანდიოზული გეგმების” განსახორციელებლად საჭირო ფულის შოვნას. ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც დაეჭვდნენ, ხომ არ აპირებს ბატონი ტრამპი ამ “კოსმოსურ დევნაში” ჩინეთის ჩათრევას?

“პრეზიდენტ ბუშიდან მოყოლებული, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი აქვეყნებს მასშტაბურ კოსმოსურ გეგმებს, ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნების ან მარსზე დაჯდომის შესახებ. მაგრამ ეს გეგმები ყოველთვის გადავადდება ხოლმე ან გადაჭარბებულად ამბიციურ პროგრამებად ცხადდება”, _ აღნიშნავს პეკინის უნივერსიტეტის ექსპერტი ცზიაო ვეისინი.

ანალიტიკოსის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აშშ-ს ჩამორჩება მთვარის ათვისების პროგრამაში, იგი სტაბილურად ყველა მისიის შედეგად წარმატებულ შედეგებს აღწევს, მაგრამ ჩინეთი მძლავრი რაკეტა-მატარებლების სიმცირეს განიცდის.

ჩინეთი მთვარის შესასწავლად თავისი კვლევითი სადგურის “ჩანე-4”-ის კოსმოსში გაგზავნას 2018 წელს გეგმავს, პირველი მარსმავალისას _ 2020 წელს. Global Times აღნიშნავს, რომ ჩინეთი კოსმოსური საკითხების დამუშავებაში აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან. ამ დარგში აშშ-თან თანამშრომლობის იმედი კი არ აქვს, რადგან ამერიკა კვლავ ვერ შელევია “ცივი ომის” მენტალობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here