Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანია შეშფოთებულია: ევროპაში შეიძლება დაიწყოს “ბრძოლა ბუნებრივი აირისთვის”

გერმანია შეშფოთებულია: ევროპაში შეიძლება დაიწყოს “ბრძოლა ბუნებრივი აირისთვის”

105

ბუნებრივი აირის დეფიციტმა შეიძლება ბუნებრივი აირის განაწილებისთვის ომი გამოიწვიოს ევროპაში, _ განაცხადა გერმანიის უდიდესი ოპოზიციური პარტიაქრისტიანულდემოკრატიული კავშირისლიდერმა ფრიდრიხ მერცმა გამოცემა NOZისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“გაზპრომმა” შეამცირა ბუნებრივი აირის გადაქაჩვა “ჩრდილოეთის ნაკადით”, რადგან კანადამ არ დააბრუნა გერმანული კომპანია “სიმენსის” მიერ აგებული ტურბინები გარემონტების შემდეგ. როგორც კორპორაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აგრეგატები უკან ანტირუსული სანქციების გამო არ გაგზავნეს. ამასთანავე, 11-დან 21 ივლისამდე “ჩრდილოეთის ნაკადი” ჩერდება გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო.

“დიდი ალბათობით, ევროკავშირში წარმოიქმნება სერიოზული კონფლიქტი ბუნებრივი აირის განაწილების გამო, ისევე, როგორც 2015-2016 წლებში წარმოიქმნა ლტოლვილთა საკითხზე”, _ განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ საჭიროა შეიქმნას ევროკავშირის ქვეყნებს შორის  ბუნებრივი აირის განაწილების შეთანხმებული გეგმა და დასრულდეს სპეკულაციები რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის თემაზე.

უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ, რომლის მიზანიც, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დონბასის მოსახლეობის დაცვაა უკრაინელი ნეონაციონალისტებისგან, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს მოსკოვს. ბევრმა სახელმწიფომ განაცხადა რუსეთის აქტივების გაყინვის შესახებ, გაისმა მოწოდებები, _ უარი თქვან რუსეთის ენერგომატარებლებზე. ამ ზომებმა სერიოზულად დააზარალა დასავლეთის ქვეყნები _ მკვეთრად მოიმატა ინფლაციამ, გაძვირდა საკვები პროდუქტები და საწვავი.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here