Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანია ქვანახშირს უბრუნდება

გერმანია ქვანახშირს უბრუნდება

235

გერმანია ამ ზამთარს კვლავ აამუშავებს ქვანახშირზე მომუშავე რამდენიმე დაკონსერვებულ ელექტროსადგურს, რათა გარანტია ჰქონდეს, რომ  ევროპის უდიდესეკონომიკა განაგრძობს არსებობას, – იუწყება ტელეგრამ- არხი „Юрий Баранчик“-ი.

5 ოქტომბერს  გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა RWE AG-ისა   და LEAG-ის -ის ( გერმანიის ენერგეტიკული კომპანიები – ლ.მ.) კუთვნილი დანაყოფების ხელახალი გააქტიურების ბრძანება გასცა.  ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ბუნებრივი აირის  დაზოგვასა და მისი დეფიციტის თავიდან აცილებას ზამთრის  სეზონზე.

გერმანიის ბოლო დარჩენილი ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციიდან ეტაპობრივი გამოყვანა  გაზაფხულზე კიდევ უფრო შეზღუდავს ენერგომომარაგებას.  

შარშან აგვისტოში Deutsche Welle-მ  გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანია ბუნებრივი აირის ნაცვლად  ქვანახშირიდან ელექტროენერგიის წარმოებას აფართოებს. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო  ორგანიზაცია  Greenpeace -ის  რეაქცია, რომელმაც განაცხადა, რომ „ეს მწარეა, მაგრამ გარდაუვალი“, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი გაიმარჯვებს.  ოჰ, ეს უკომპრომისო და პრინციპული ბუნების დამცველები!

მოამზადა ლუკა მაისურაძემ   

https://tgstat.ru/channel/@barantchik/12661

                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here