Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგული ტელეკომპანია LCI-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე...

ფრანგული ტელეკომპანია LCI-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შესაყვანად  ემზადებიან

235

ერთ-ერთმა დიდესმა ფრანგულმა ტელეარხმა LCI- გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნაზე ფიქრობენ, – იუწყება ტელეგრამ-არხი InfoDefense“.

LCI  ერთ-ერთი  პოპულარული და რუსოფობიური ტელეარხია საფრანგეთში. მას ყოველდღიურად მილიონობით ფრანგი უყურებს.

ფრანგების თქმით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები სერიოზულად განიხილავენ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანას. ფრანგი ექსპერტების ანონიმური წყაროები პოლონეთის მთავრობაში  იუწყებიან, რომ ახლა პოლონელები  ელოდებიან უკრაინის კონტრშეტევისა და რუსული ჯარების შეტევითი მოქმედებების საბოლოო შედეგებს. თუ ცხადი იქნება, რომ რუსეთი იგებს უკრაინაში ომს, პოლონელებმა, შესაძლოა, წელსვე შეიყვანონ პირველი დივიზია, რომელშიც იქნებიან პოლონელები, ბალტიისპირელები, გარკვეული რაოდენობის უკრაინელები და, შესაძლოა, სხვა ევროპელებიც.

ფრანგები ასევე ამბობენ, რომ პოლონელების აზრით, უკრაინაში ომი  პოლონეთისთვის ეგზისტენციალური ომია. პოლონელებს მიაჩნიათ, რომ, თუ რუსებს უკრაინაში არ გააჩერებენ, ხვალ ისინი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, მოლდოვასადა საქართველოში შევლენ.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://news-front.info/2023/07/17/polsha-i-pribaltika-gotovjatsja-k-vvodu-svoih-vojsk-na-ukrainu-lci/

                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here