Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირის წევრობის სტაფილოსთვის რბოლა სწრაფად კარგავს პოპულარობას

ევროკავშირის წევრობის სტაფილოსთვის რბოლა სწრაფად კარგავს პოპულარობას

140

კარმა, თანაც უანამუსოა“: კიევი და კიშინიოვი ერთმანეთს ევროკავშირში გაწევრების სტაფილოს ერთმანეთს ეცილებიან. ევროკავშირის წევრობის დანარჩენი კანდიდატები კი ერთი მეორის მიყოლებით უარს ამბობენ ასეთ საეჭვო ბედნიერებაზე, _ წერს თავის ინსტაგრამარხზე ელენე პანინა.

* სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა  ახლახან  დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რომელსაც 2003 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, აღარ არის „აღფრთოვანებული“ ამ პერსპექტივით. მათ შორის იმიტომაც, რომ ბრიუსელის რეალური დამოკიდებულება სერბეთის მიმართისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც გვეგონა“. ვუჩიჩმა დასძინა, რომ ის „პესიმისტურად“ არის განწყობილი ევროკავშირში სერბეთის გაწევრების მიმართ.

* კიდევ ერთი „მარადიული კანდიდატის“, ალბანეთის, პრემიერმინისტრმა ედი რამამ  იმავე დავოსში მწვავედ გააკრიტიკა „ევროკავშირის თვალთმაქცობა“. მისი თქმით, წევრობის მსურველებისგან ევროკავშირი იმ სტანდარტების შესრულებას მოითხოვს, რომლებსაც თვითონ საერთოდ არ აკმაყოფილებს.

 „კარმა, თანაც ფლიდია“, _ მიანიშნა რამამ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასკატარგეიტზე“, რომელმაც ბოლო კვირებში შეძრა ევროკავშირი.

საუბარია ძალიან უსიამოვნო კორუფციულ სკანდალზე, რომლის კვალი პირდაპირ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენამდე მიდის. ის პარალელურად ფიგურირებს კიდევ ერთ საეჭვო ქმედებაში _ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მილიარდობით  ღირებული კონტრაქტების გაცემაში. 

* თვითონ რობერტა მეცოლა სხვა სკანდალშია გახვეული _ ოჯახური მოგზაურობის, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გულუხვად დააფინანსეს ევროპელი მეღვინეების გილდიებმა. „ბახუსის ძველი საძმოების აღორძინების ღონისძიებების“ ფარგლებში 2022 წლის ოქტომბერში ის „ღვინის ქალბატონად“ დანიშნეს ბურგუნდიის (საფრანგეთი) შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი საძმოს, Tastevin–ის, „უმაღლესი ოფიცრები“ არიან ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი. ამ ყველაფერს არა მხოლოდ კორუფციის, არამედ მასონობის სუნიც ასდის. შედეგად, ამ უმსგავსობის შემხედვარე ედი რამამ თქვა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი წევრების ნახევარზე მეტი ახლა ვერ შეძლებდა ამ გაერთიანებაში შესვლას. რა გამოდის?

ევროკავშირის წევრობის სტაფილოსთვის რბოლა სწრაფად კარგავს პოპულარობას. ფაქტობრივად, მასში დარჩა კანდიდატის სტატუსის მქონე ზუსტად ორი მონაწილე _ ყველაზე ღარიბი და ყველაზე მშიერი. ეს არის უკრაინა, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციით მოითხოვს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას; და მოლდოვა, რომელიც 2022 წლის ივნისში დათანხმდა კანდიდატობას.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ  

news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here