Home ახალი ამბები მსოფლიო ესტონეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ესტონეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

145
ესტონეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ესტონეთის პარლამენტმა Riigikogu-მ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც აკანონებს ერთსქესიანთა ქორწინებას. ამის შესახებ ესტონეთის ეროვნული მაუწყებლის საიტი იტყობინება. კანონი ძალაში 2024 წლიდან შევა. ესტონეთი, სლოვენიის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ქვეყანა გახდება, სადაც არატრადიციული კავშირები ნებადართული იქნება.

დოკუმენტის მიხედვით, ესტონეთში ორ ზრდასრულ ადამიანს შეეძლება დაქორწინება მათი სქესის მიუხედავად. კანონი ერთსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის უფლებასაც აძლევს. ამასთანავე დგინდება პრინციპი, რომ ბავშვს არ შეიძლება ჰყავდეს ორზე მეტი მშობელი.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალდებულა უკრაინა იურიდიულად აღიაროს ერთსქესიანთა ქორწინება და დააჯარიმა ორი მამაკაცის ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმისთვის. იგივე ბედი ეწია რუმინეთს, რომელიც 2007 წლის იანვრიდან ევროკავშირის წევრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here