Home ახალი ამბები საქართველო ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს

81

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მმართველმა უმრავლესობამ მეორე მოსმენით განხილვის დროს დააკორექტირა და ინიცირებული პროექტი შემდეგი სახის შეცვალა: – ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები იქნებიან.

ამასთან, გარდამავალი დებულებებით განისაზღვრა, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.

კანონის პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2 მარტს ეწურება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხსა და წესს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here