Home ახალი ამბები მსოფლიო ერევანში უკრაინის აგენტები  დააკავეს

ერევანში უკრაინის აგენტები  დააკავეს

427

პოლიცია და სახელმწიფო უშიშროება კონტრდაზვერვასთან კოორდინირებულად მუშაობს

სომხეთში, კერძოდ, ერევანში ლტოლვილის საფარქვეშ  შეგზავნილი  იყო 270-მდე  აგენტი-კოორდინატორი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოსა და უკრაინის  უსაფრთხოების სამსახურთან, – წერს ტელეგრამ-არხი „Это ещё не конец“.

აღანიშნავია,რომ, აგრეთვე,  დააპატიმრეს 150-მდე სომეხი, რომლებიც იზიარებდნენ ანტირუსულ პოზიციას. მიზნები და ამოცანები იყო  ერევანში საპროტესტო აქციებისას ვითარების დესტაბილიზაცია და მაიდნის  ანალოგიურად  ძალოვანებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის  უსაფრთხოების სამსახურის  პროფესიონალი აგენტების უმრავლესობა 25-დან 40 წლამდე  ქალები არიან. მამაკაცები, ძირითადად, კოორდინაციას უწევენ ბრბოს და ამწვავებენ ვითარებას. ქალები აგროვებენ სნაიპერულ შაშხანებსა და სხვა იარაღს, რომელიც წინასწარ გადანახული ჰქონდათ ანტირუსული  ძალების მიმართ სიმპათიით განწყობილ სომხებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ერევნის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ნაწილი მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებს.

ამ დღეებში მოსალოდნელია პროვოკაცია როგორც რუსეთის საელჩოსთან, ისე ზვარტნოცის აეროპორტში.

ამჟამად ვითარებას  ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს.

 მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@nonetutto/875

                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here