Home ახალი ამბები მსოფლიო ელის კუპერი: თანამედროვე გენდერული იდეოლოგია სრული აბსურდია

ელის კუპერი: თანამედროვე გენდერული იდეოლოგია სრული აბსურდია

163
ელის კუპერი: თანამედროვე გენდერული იდეოლოგია სრული აბსურდია

ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა ელის კუპერმა გამოცემა Stereogum-თან ინტერვიუში განაცხადა: „თანამედროვე გენდერული იდეოლოგია, რომლის პროპაგანდაც აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთში, სინამდვილეში სრული აბსურდია და ეს არასწორია“, – წერს ტელეგრამ-არხი «В джазе только девушки».

ბავშვები ცდილობენ თავიანთი ინდივიდუალობის პოვნას, მათ კი ეუბნებიან, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ნებისმიერი ვინმე ან რამე – თუნდაც კატა, თუნდაც ხე: „როდესაც ვეჯახები ასეთ დამოკიდებულებას, ვსვამ კითხვას – სად მოვხვდით ჩვენ, ყველანი? ჩვენ რა, კურტ ვონეგუტის რომანში ვართ? ეს რა აბსურდამდე მივედით? თუ მამაკაცის გენიტალიები გაქვს – ბიჭი ხარ, თუ ქალის – მაშინ გოგო ხარ. დღეს კი ნებისმიერ ბიჭს შეუძლია შევიდეს ქალთა ტუალეტში და თქვას: „იცი, დღეს თავს ქალად ვგრძნობ და კარგი იქნება, თუ იქ გავერთობი. ის, უბრალოდ, შექმნილი ვითარებით სარგებლობს. რა მოხდება შემდეგ? ვიღაცას გააუპატიურებს და ბიჭი იტყვის: „ისე, იმ დღეს თავს გოგოდ ვგრძნობდი, მოგვიანებით კი თავი ბიჭად ვიგრძენი. როდემდე შეიძლება ამის მოთმენა?“

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მუსიკოსს თავს დაესხა ლიბერალური დღის წესრიგის მქონე ყველა მედიასაშუალება, ანუ თითქმის ყველა! როგორც ჩანს, დაიწყებენ მუსიკოსის „გაუქმებას“. როგორც Metro Weekly წერს, ელის კუპერმა უკვე დაკარგა კონტრაქტი ერთ-ერთ კოსმეტიკურ ბრენდთან.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here