Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: დოკუმენტურად დადასტურდა უკრაინაში აშშ-ის მიერ პათოგენების კონტროლის მცდელობები

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: დოკუმენტურად დადასტურდა უკრაინაში აშშ-ის მიერ პათოგენების კონტროლის მცდელობები

115
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: დოკუმენტურად დადასტურდა უკრაინაში აშშ-ის მიერ პათოგენების კონტროლის მცდელობები

ვაშინგტონი ცდილობდა რეალურ დროში გაეკონტროლებინა განსაკუთრებით საშიში პათოგენები უკრაინის ლაბორატორიებში. ამას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტები.

უწყების წარმომადგენელმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კიევს გადასცემდა PAKS სისტემის ელემენტებს (მისი დახმარებით ამერიკელ სპეციალისტებს შეუძლიათ წვდომა იმ ექსპერიმენტების შედეგებზე, რომლებიც „ეთიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით არაერთგვაროვანია“).

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე იყო პენტაგონის დაკვეთით მომუშავე 30 ლაბორატორიის ქსელი. ხოლო კიევი ემზადებოდა ბიოლოგიური იარაღის გამოსაყენებლად. კერძოდ, ნაპოვნია დოკუმენტები პათოგენური მასალების დიდი რაოდენობით დაგროვების შესახებ. ჩატარებული სამუშაოების ხასიათი არ შეესაბამებოდა ჯანმრთელობის მიმდინარე პრობლემებს. ასე, მაგალითად, შესწავლილი იქნა ინფექციური დაავადებების პათოგენები, რომლებიც არასოდეს ყოფილა დაფიქსირებული უკრაინის ტერიტორიაზე.

სპეცოპერაციის ფარგლებში რუსეთის სამხედრო დეპარტამენტმა მიიღო დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდა უსაფრთხოების მოთხოვნების მრავალრიცხოვან დარღვევაზე. საშიშ პათოგენებთან მომუშავე პერსონალი არ იყო სათანადოდ დაცული. კვლევები ჩატარდა ხარკოვში, კიევში და სხვა ქალაქებში, თუმცა მხოლოდ სამ ლაბორატორიას აქვს ბიოლოგიური უსაფრთხოების BSL-3 დონის ასეთი კვლევების ჩატარების უფლება: ოდესის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტს, ლვოვის ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის კვლევით ინსტიტუტს, ასევე კიევის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here