Home ახალი ამბები მსოფლიო დეირ-ეზ -ზორში სიმშვიდე არ არის. ამერიკის კონტროლი საფრთხეშია

დეირ-ეზ -ზორში სიმშვიდე არ არის. ამერიკის კონტროლი საფრთხეშია

პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ჩავიდა სირიის პროვინციაში, რომელსაც პროამერიკული ძალები აკონტროლებენ

240

ქურთული სამხედრო ფორმირებები, ე.წ. სირიის დემოკრატიული ძალები (SDF)  ამერიკის  შეერთებული შტატების „ქოლგის“ ქვეშ განაგრძობენ აღმოსავლეთ სირიის პროვინცია დეირ ეზ-ზორი კონტროლს. ეს აღმოსავლეთ სირიის ნავთობით მდიდარი მიწები  რჩება „ნაცრისფერ ზონად“, შავ ხვრელად და იმ ადგილად, რომელც იქ უკანონოდ განლაგებულ ამერიკსამხედროებს ჯერ კიდევ უკავიათ, – წერს ტელეგრამ-არხი „ДРОБНИЦКИЙ“.

 დიდი ხანია, პროვინციიდან ვრცელდება ცნობები ქურთების მიერ ადგილობრივი არაბული ტომების  ჩაგვრის შესახებ. მათ, თავის მხრივ, დაიწყეს დასახლებული პუნქტებიდან  ქურთების გაძევება. ქურთებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, გზადაგზა ახორციელებდნენ რეპრესიებს დისიდენტების წინააღმდეგ. ვითარება  სერიოზულად გამწვავდა, როდესაც SDF-მა დააკავა „დეირ-ეზ-ზორის სამხედრო საბჭოს“ (ადგილობრივი არაბული ლაშქარი) მეთაური აჰმედ ალ-ალილ აბუ ჰულუ. შემოიღეს კომენდანტის საათიც.

პროვინციაში ჩავიდნენ ვაშინგტონის ემისრები: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სირიაში ეთან გოლდრიჩი და გენერალ-მაიორი ჯოელ ბ. ვოველი, რომელიც ხელმძღვანელობს  „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS-  ტერორისტული ორგანიზაცია) საწინააღმდეგი კოალიციას და არის ოპერაცია „ურყევი გაბედულების“ მეთაური.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მისიის წარმატებაზე განაცხადა. SDF-მა და არაბული ტომების ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას „ადგილობრივი მცხოვრებლების საჩივრების განხილვის შესახებ, პროვინციის საქმეებში „გარედან  ჩარევის“ საფრთხესა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების აუცილებლობაზე”, მაგრამ შეძლებენ თუ არა პროვინციაში შექმნილი კრიზისის ჩაქრობას, გაურკვეველია.

ამასთანავე, გაურკვეველი რჩება ამერიკელი კურატორების მიზნებიც. პროვინციაში, რომელსაც დამასკო ვერ აკონტროლებს, მხარეების დამშვიდებისა და დაშორიშორების  პოლიტიკიდან შეიძლება ქაოსის წაქეზების ტაქტიკაზე გადავიდნენ  დიდი ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ის გასვლის გამო.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/6017

                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here