დაიწყება?

    დაიწყება?

    რა ხდება რუსეთში? ზელენსკის თუ დავუჯერებთ:

    დიდი მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, პირადად გენერალ მალიუკს და ყველა ადამიანს, რომლები ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ოპერაცია ნახევარზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაგეგმვა, ორგანიზება და ყველა დეტალი უნაკლოდ იყო აღსრულებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო ისაა (ახლა ამის საჯაროდ თქმაც შეიძლება), რომ ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე ერთერთი რეგიონის ФСБ- მთავარი სამმართველოს გვერდით მდებარეობდა. საერთო ჯამში, ოპერაციაში 117 დრონი და შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები იყვნენ ჩართულნი. სამხედრო ბაზებზე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34 პროცენტს დავარტყით.

    ოპერაციის მონაწილეები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, სამ საათობრივ სარტყელში, მოქმედებდნენ. ოპერაციის აღსრულების წინ ჩვენ ისინი რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ და ახლა უსაფრთხოდ არიან.

    დიდება უკრაინას!”

    რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს თუ დავუჯერებთ: „МОСКВА, 1 июн — РИА Новости. Беспилотники атаковали объекты в Иркутской и Мурманской областях.

    В Усольском районе дроны нанесли удар по военной части. Точное число БПЛА пока не известно. На месте работают оперативные и силовые службы: сотрудники ФСБ, МЧС и бойцы Росгвардии. Организовали оперативный штаб. Губернатор Игорь Кобзев выехал на место происшествия.

    В Рязанской области беспилотник повредил жилой дом

    По его словам, БПЛА выпустили из фуры, источник уже заблокировали. Угрозы жизни и здоровью мирных жителей нет”.

    ადრე ისეთი ვითარება იყო, რომ ინფორმაცია შეიცავდა დეზინფორმაციას, ანუ სიმართლის დოზა იყო უფრო მაღალი, ვიდრე სიცრუისა. სიმართლეს მცირეოდენ სიცრუეს აყოლებდნენ. ახლა ვითარება შეიცვალა. ინფორმაციის საშუალებები დეზინფორმაციის საშუალებებად ჩამოყალიბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცრუის დიდ დოზას მცირეოდენ სიმართლესაც (დამაჯერებლობის ეფექტის მოსახდენად) აყოლებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ადრე სიმართლეში სიცრუე თუ უნდა გვეპოვნა, ახლა სიცრუეში სიმართლე უნდა ვეძებოთ.

    ამ გარემოებას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ნდობადაკარგულ მსოფლიოში არც ინფორმაციის სჯერა ვინმეს და არც დეზინფორმაციის, არც სიმართლის და, მით უფრო, არც სიცრუის, მაგრამ ამის გამო ისტორია არ გაჩერებულა, პროცესები ვითარდება, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დაპირისპირებები სახეზეა და ინტერესებიც არსად გამქრალა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ კი, ხშირად მოგვატყუებენ, მაგრამ სიმართლესაც გვეტყვიან, თუნდაც ფაქტების სახით. ჩვენ ის მოგვეთხოვება, რომ მათი (ინფორმაციისა და დეზინფორმაციის) ერთმანეთისგან გამიჯვნა და გამორჩევა ვისწავლოთ. ეს ძნელია (თითქმის შეუძლებელი), მაგრამ მაინც. აქ დავაზუსტებ ზემოთ ნათქვამს: ადრე სიმართლე სჭარბობდა, დღეს სიცრუე სჭარბობს-მეთქი. ამ ნათქვამში „ადრე” საბჭოთა პერიოდს ნიშნავდა. დასავლეთი საბჭოთა კავშირს აბრალებდა სიმართლის ჩახშობას, თვითონ კი სიტყვის თავისუფლების ლოზუნგს იყო ამოფარებული ყოველთვის, მაგრამ არსად იმდენი დეზინფორმაცია არ ყოფილა გამომუშავებული და გავრცელებული, რამდენიც დასავლურმადემოკრატიამმოახერხა. დასავლეთი დეზინფორმაციის გიგანტურ ქარხანად გვევლინება, რომელიც მსოფლიოს გადაჭარბებით ამარაგებს ამ საზიზღარი პროდუქციით.

    ეს – დასავლურ დეზინფორმაციაზე, რომელიც ამავე სტატიაში ოდნავ მოგვიანებით დაგვჭირდება. რაც შეეხება კონკრეტიკას, ფაქტია, რომ 1 ივნისს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა ტერორისტული აქტების მთელი სერია, რომელიც, შესაძლებელია, არც ისე მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელია რუსეთისთვის, როგორც ზელენსკი ირწმუნება, მაგრამ არც ისე უმნიშვნელოა, როგორც რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან. ამ სტატიაში მე ამგვარი დეტალების გარკვევის ამოცანა არ დამისახავს. ჩვენთვის მთავარია ფაქტი, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მეოთხე წელიწადს, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში დიდი ხნის დამთავრებული იყოს დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, რუსეთში შემაშფოთებლად გაიზარდა ტერორისტული აქტები და უკრაინიდან ორგანიზებული იერიშები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე: ვხედავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო გაჩერებულ აეროპორტებს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში; ვხედავთ უკრაინული უპილოტო აპარატების შიშით გამორთულ ან შეფერხებულ სანავიგაციო სისტემას რუსეთის დედაქალაქში; ვხედავთ ტერაქტებს და შეტევას თვით კრემლზეც კი.

    გასაგებია, რომ სამხედრო დაპირისპირებაა არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ ნატოსა და რუსეთს შორის უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი სამ წელიწადზე მეტი დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო დასახული ამოცანის გადასაწყვეტად და ოპერაციის დასასრულებლად. გაჭიანურებული ომის გამართლება იმით, რომ რუსეთის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი აღდგა, საბოლოო ჯამში შედეგს ვერ იძლევა. უკრაინის პროცესებში მთელი დასავლეთი რომ ჩაერთვებოდა, იმთავითვე ცხადი იყო საქმეში ჩაუხედავი რიგითი მოქალაქეებისთვისაც კი, არათუ რუსეთის ხელმძღვანელებისა და პირადად ვლადიმერ პუტინისთვის. მაშ, რაშია საქმე? რატომ შეფერხდა ოპერაცია და რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? ეს ის შეკითხვებია, რომლებსაც ხალხი სვამს. ამ შეკითხვებს, ალბათ, რუსეთის სახელისუფლეო წრეებშიც სვამენ, მთავრობაშიც და სამხედრო სტრუქტურებშიც, ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც – უხმოდ და უხმაუროდ, მაგრამ დღეს რა შეკითხვებიც უხმოდ და უხმაუროდ ჩნდება, ხვალ ხმაურისა და განხილვის საგნად იქცევა. ეს წესია – საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამხედრო ცხოვრების წესი.

    მე არ მსურს, საკითხი გამუქებულად წარმოვიდგინო ან წარმოვადგინო, მაგრამ ომის დროს არის ვითარება, როდესაც არა მხოლოდ ტაქტიკა, არამედ სტრატეგიაც უნდა გადაიხედოს. გასაგებია, რომ არავის არ სურს გასული საუკუნის 30-იანი წლების მტკივნეული ისტორიის რეციდივების გამეორება, მაგრამ ამ კომპლექსის გამო რუსული სახელმწიფოს დაუცველად დატოვება სწორია? გამართლებულია? მიზანშეწონილია? ალბათ, არა!

    აი, აქ თავს მცირეოდენი (ლირიკული) გადახვევის უფლება უნდა მივცე. რაღაც საოცარი (დაუჯერებელი) დამთხვევა მოხდა. პირველიდან ორ ივნისამდე ღამის სამის ნახევარია. ამ სტატიას ვწერ და პარალელურად (ცალი ყურით) ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემას ვუსმენ (დრო არ მყოფნის, რომ სტატიებიც ვწერო, გადაცემებიც ვამზადო და სატელევიზიო პროგრამებსაც მშვიდ რეჟიმში ვუყურო). ჰოდა, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების მტკივნეული ისტორია ვახსენე, სოლოვიოვმა ამოიგმინა: „, როგორ მესმის დღეს ამხანაგ სტალინის. ახლა რამე თუ არ ყოფნის ჩემს ქვეყანას, ეს სწორედ სტალინია!” (იუთუბარხზე ჩემი გადაცემა „სპეციალური გამოშვების” მაყურებლებს პარასკევს, 6 ივნისს, 19 საათზე ამ ეპიზოდს აუცილებლად მოვასმენინებ).

    რას ნიშნავს სოლოვიოვის ეს ამოოხვრა? ალბათ, იმას, რომ რუსეთი უკვე მივიდა სტალინის მონატრებამდე, კაცობრიობის მხსნელი, ტიტანური ფიგურის ნოსტალგიამდე. მალე მთელი მსოფლიო მივა აქამდე, რადგან სხვა გზა, სხვა ხსნა (გარდა სოციალიზმისა და სტალინური მეთოდებისა) კაცობრიობას არ აქვს. პუტინი ამ საქმეში კი არ მოიკოჭლებს, ორივე ფეხით კოჭლობს. მეტიც, იგი დანაშაულებრივ ტენდენციურობას ავლენს სტალინის, როგორც ისტორიული პიროვნების, ხსოვნის წინაშე, როდესაც ე.წ. რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალს ხსნის მოსკოვის ცენტრში; როდესაც წლების განმავლობაში იბარებს გამარჯვების აღლუმებს და დემონსტრაციულად არ ახსენებს იმ გამარჯვების სულისჩამდგმელს (მე ვიტყოდი, იმ წარმოუდგენელი გამარჯვების ღმერთს) იოსებ სტალინს; როდესაც აბსოლუტურად ბანდიტური (კაპიტალისტური) სისტემა დღემდე პროგრესულ მოვლენად მიაჩნია (ყოველ შემთხვევაში, მისი საწინააღმდეგო ჯერ არაფერი წამოსცდენია); როდესაც სტალინი მასაც ისეთივე პირსისხლიანი დიქტატორი ჰგონია, როგორადაც დასავლური აღვირახსნილი პროპაგანდა წარმოაჩენს (არც ამის საწინააღმდეგო აზრი გამოუთქვამს ღიად); როდესაც, მართალია, მთლად გორბაჩოველცინის გზას არ მიჰყვება, მაგრამ დიამეტრალურად საწინააღმდეგო გზაზეც არ შემდგარა.

    ნეტავი, ვისი ერიდება პუტინს ან ვისი ხათრით არ სურს, სტალინს მიაგოს ის პატივი, რომელსაც მსოფლიო ისტორიის ეს უდიდესი მოღვაწე იმსახურებს – მერცის, მაკრონის, ფონ დერ ლაიენის თუ მათი მსგავსი არარაობების, რომლებითაც მოფენილია დასავლური სამყარო? აბა, რუსი ხალხის რიდით რომ არ ხდება ეს ამბავი, ფაქტია, რადგან რუსეთში (ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში) სტალინი მშრომელი ადამიანის კულტი და მარადიული ორიენტირია.

    აქ ვამთავრებ სოლოვიოვის ამოოხვრით შთაგონებულ ლირიკულ გადახვევას. სხვათა შორის, ეს ის სოლოვიოვია, რომელსაც ნათქვამი აქვს, სტალინთან მე ჩემი ანგარიში მაქვს, მე მას ვერასოდეს ვაპატიებ უდანაშაულო ადამიანთა სისხლსო. იმ „უდანაშაულო” ადამიანებმა მოაწყვეს ბესლანის, ნორდ-ოსტის, კროკუს სიტი ჰოლისა და მრავალი სხვა ჯოჯოხეთური ტერაქტები; იმ „უდანაშაულო” ადამიანებმა მოაწყვეს ჩეჩნეთის საშინელებები; იმ „უდანაშაულო” ადამიანებმა მოაწყვეს კურსკისა და ბრიანსკის ოლქების სარკინიგზო კატასტროფები; ის „უდანაშაულო” ადამიანები დღემდე წამლავენ რუსულ საზოგადოებრივ ცნობიერებას, მაგრამ პუტინი მათ წინააღმდეგ ხმას არ იღებს იმის შიშით, რომ დასავლეთის ჯოჯოხეთურმა დეზინფორმაციულმა მანქანამ (რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე) მასა და სტალინის პიროვნებას შორის ტოლობის ნიშანი არ დასვას.

    ამასობაში დრო გადის. ნაცვლად უკრანის დენაციფიკაციადემილიტარიზაციისა, რუსეთის ქალაქები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები იბომბება, მოსახლეობა ტერაქტების შიშის ქვეშ ცხოვრობს, ხოლო ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერები უკრაინელ ფაშისტებს შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვებს უხსნიან. ტრამპი კი უფროსისა და მომრიგებელი მოსამართლის მანტიას ირგებს და პუტინსა და ზელენსკის მთლად ერთ რანგში არა, მაგრამ მის დაქვემდებარებაში მყოფი ლიდერებივით უყურებს.

    არ ვარგა რუსეთის ეს პოზიცია. შესაძლებელია, პუტინი ამას შეგნებულად აკეთებს, რათა სტალინისა და სოციალიზმის ნოსტალგიამ არამხოლოდ რუს ხალხში, არამედ მთელ საბჭოეთში ერთდროულად იფეთქოს? იქნებ სოლოვიოვივით მანაც ამოიოხროს: – ო, როგორ აკლია ქვეყანას სტალინი! ან იქნებ პუტინმა ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები (ოცდახუთი წელიწადი რუსეთის სათავეში ყოფნა კი არა, სოფლის სკოლის დირექტორობა დაღლის ადამიანს) და მსოფლიო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების შინაგანი რესურსი აღარ დარჩა. არც ამ ვარიანტს გამოვრიცხავ, მაგრამ აღარც ამის გადაჭრით მტკიცებისთვის აუცილებელი არგუმენტები მყოფნის. იქნებ მალე მისი ისეთი ნაბიჯების მოწმენი გავხდეთ, რომ დასავლეთის ვირთხა ლიდერების გემიდან გაქცევის საზარელი სურათებიც ვიხილოთ. არ ვიცი. მართალი გითხრათ, მეც დავიღალე, თუმცა ჯერ ომი არ დამთავრებულა. პუტინმა ერთხელ ისიც კი თქვა: „სინამდვილეში ჯერ არც არაფერი დაგვიწყია!” ჰოდა, ვნახოთ, იქნებ ახლა მაინც დადგა დრო, რომ დაიწყოს ის, რაც დასაწყებია…

    ვალერი კვარაცხელია

    P.S. ეს წერილი უკვე გაგზავნილი მქონდა რედაქციაში, როდესაც რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიტრი მედვედევის განცხადება გავრცელდა: „ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთში დასრულდებაპასუხი, უბრალოდ, ასიმეტრიული არ იქნება. ის გამანადგურებელი იქნება. ვიცით, სად იღებენ გადაწყვეტილებებს, სად სხედან ისინი, ვისაც ჰგონიათ, რომ ბრძოლა სხვისი ხელით შეუძლიათ. დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. თავაზიანი ფორმულირებების დრო დასრულდა. ახლა მხოლოდ ფოლადი, ცეცხლი და ზუსტი განადგურება. დაე ილოცონ, თუმცა მათ ვერავინ დაეხმარებავერც NATO, ვერც ეშმაკი!”

    ალბათ, დაიწყება!

    ვ. კ.

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here