Home ახალი ამბები მსოფლიო CNN: რუსეთის არმიის წინსვლის შესაბამისად უკრაინის აღმოსავლეთში გარდამტეხი მომენტი დგება

CNN: რუსეთის არმიის წინსვლის შესაბამისად უკრაინის აღმოსავლეთში გარდამტეხი მომენტი დგება

132

აშშში აღიარეს, რომ ამ მომენტში რუსეთის ჯარებს საუკეთესო მონაკვეთი აქვთ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან. ტელეკომპანია CNN-ის ვებგვერდი აქვეყნებს მასალას, რომელშიც ჩამოთვლილია რუსეთის მიღწევები უკრაინაში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაკარგეს სევეროდონეცკი, ლუგანსკიდან სამხრეთით მდებარე ტერიტორიასაც რუსეთი აკონტროლებს.

“მათ შეძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული პოზიციების დიდი ნაწილის განადგურება ლუგანსკის ოლქში, სრული კონტროლის დამყარება სამხრეთით მდებარე ტერიტორიის ზოლზე, თავიანთი ლოჯისტიკის სრულყოფა და უკრაინის უპილოტო საფრენი თვითმფრინავების ეფექტიანობის შემცირება”, _ წერს სტატიის ავტორი ტიმ ლისტერი.

ამასთანავე, გაძლიერდა შეტევები დონეცკის ოლქში. რუსი სამხედროები უახლოვდებიან სამრეწველო ქალაქებს _ სლავიანსკს, კრამატორსკსა და კონსტანტინოვკას. ავტორი ვარაუდობს, რომ ლისიჩანსკში განმეორდება სევეროდონეცკის სცენარი, როცა რუსეთის ინტენსიური საარტილერიო დარტყმების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებულნი იყვნენ, უკან დაეხიათ.

იქ, უბრალოდ, არაფერი დარჩა ისეთი, რის დაცვაც შეიძლებოდა”, _ წერს ლისტერი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობამ შეიძლება დასავლეთს უბიძგოს კიევისთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდებისკენ, მაგრამ დასავლეთი უკვე “დაიღალა უკრაინისგან”, _ აღნიშნავს CNN.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here