Home ახალი ამბები მსოფლიო თოყაევი: CICA საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაიქმნება

თოყაევი: CICA საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაიქმნება

73
ყასიმ-ჟომართ თოყაევ

აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენცია (CICA) დაგეგმილია გარდაიქმნას საერთაშორისო ორგანიზაციად. შესაბამისი განცხადება ასტანაში მიმდინარე CICA-სამიტის მონაწილეებმა გააკეთეს, – იუწყება TASS ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევზე დაყრდნობით.

რია ნოვოსტის ცნობით, CICA სამიტის მუდმივ პლატფორმად გადაქცევის წინადადება ყაზახეთის ხელმძღვანელმა გააკეთა. თოყაევის თქმით, ასეთი ტრანსფორმაცია ხელსაყრელ პირობებს შექმნის შეხვედრის ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობისთვის.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა მოსკოვის განზრახვაზე განავითაროს ურთიერთობები CICA-ს ყველა ქვეყანასთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here