Home ახალი ამბები მსოფლიო CBS: მათ აღარ შეუძლიათ გაჩუმება – აშშ-ში მატულობს  დაპირისპირება ლგბტ თემის ინიციატივების...

CBS: მათ აღარ შეუძლიათ გაჩუმება – აშშ-ში მატულობს  დაპირისპირება ლგბტ თემის ინიციატივების წინააღმდეგ

235

ივნისი  აშშ-ში  სიამაყის  თვის“ საზეიმოდ  აღნიშვნის  პერიოდია, მაგრამ, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტი რიგითი ამერიკელი დაღალა  ახალი ღირებულებების  თავს მოხვევამ. ტელეარხი CBS News აღნიშნავს, რომ ქვეყანაში  ლგბტ  ინიციატივების მიმართ  უარყოფითი რეაქციებისა  და მწვავე დებატების ტალღა წარმოიქმნა და მსხვილი კომერციული გიგანტებიც კი იძულებულნი არიან, მოუსმინონ ტრადიციულ უმრავლესობას, – წერს InoTV-ი.

ივნისი “სიამაყის თვე” და ლგბტქ ცხოვრების დღესასწაულია, მაგრამ  წლების განმავლობაში  მძიმე ბრძოლით მოპოვებულ  სამოქალაქო უფლებებს  მოჰყვა უარყოფითი რეაქცია, მათ შორის ძალადობა და კორპორაციული  ვალდებულებების შემოწმება.

CBS-ის კორესპონდენტი ელის პრესტონი  დასავლეთ ჰოლივუდში  „სიამაყის თვის“ აღნიშვნაზე იმყოფება. გთავაზობთ მის რეპორტაჟს:

– ამ შაბათ-კვირას აქ 100 000-მდე ადამიანს ელოდებიან. „სიამაყის თვისადმი“ მიძღვნილი მსგავსი მოვლენები ახლა ყურადღების ცენტრშია.  მოზეიმეთაგან  სულ რამდენიმე მეტრში დგას კონსერვატიულად განწყობილი მომიტინგეების ჯგუფი. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით აღიმართა სიამაყის დროშები, ლგბტქ ინიციატივების მიმართ  ცხარე დებატებმა იფეთქა. ლოს-ანჯელესის დაწყებით სკოლაში  „სიამაყის თვის“ ღონისძიებებმა მწვავე პროტესტი გამოიწვია.

 ახალგაზრდა ქალი:ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, რომ ჩვენი შვილები მივიდნენ სკოლაში და იქ სექსუალურობასთან საქმე არ ჰქონდეთ.

უარყოფითმა რეაქციამ, რომელიც  გავრცელდა სოციალური მედიით,  გამოიწვია  ის, რომ ბევრი კომპანია აღმოჩნდა  კულტურული ომების  ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ. გასულ კვირას Target-ი (ამერიკული კომპანია, რომელიც მართავს მაღაზიათა ქსელს – ლ.მ.)  იძულებული  შეიქნა,  უსაფრთხოების მოტივით  მაღაზიათა ქსელიდან  ამოეღო  „სიამაყის თვისთვის”  განკუთვნილი თავისი ზოგიერთი საქონელი, მათ შორის დიზაინერ ერიკ კარნელის პროდუქცია.

ერიკ კარნელი, დიზაინერი: – სირთულეების შექმნისთანავე გემიდან გაქცევა  ძალიან საშიში ამბავია ადამიანებისთვის.

 Bud Light -ის მარკის ლუდის მიმართ ბოიკოტის გამო ლუდის გიგანტმა  27 მლრდ დოლარით იზარალა 1 აპრილიდან, როდესაც კომპანიამ  გადაწყვიტა,  ეთანამშრომლა ტრანსგენდერსა სოციალური მედიის ვარსკვლავ დილან მულვეინთან.

 დილან მალვენი, ტრანსგენდერი:– მიყვარხართ!

 ფლორიდაში „დისნეიმ“  შეაჩერა შტატში დაახლოებით მილიარდი დოლარის ინვესტიციის  გეგმები, მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს Don’t say «Gay» (არ თქვა  „გეი“. – InoTV).

 რონ დესანტისი, ფლორიდის გუბერნატორი: – დისნეის პოზიორობამ უკვე ბევრ ადამიანს ათქმევინა უარი.

 მაგრამ დაპირისპირება არ აჩერებს ზეიმს. ამ დღეებში ათასობით ადამიანი ჩავიდა ორლანდოში  გეების დღის აღსანიშნავად.

 ელის პრესტონი, კორესპონდენტი: – დასავლეთ ჰოლივუდმა დაახლოებით 7 მლნ დოლარი დახარჯა იმისათვის, რომ   ამ  შაბათ-კვირას ყველამ  სასურველ სტუმრად იგრძნოს თავი.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://russian.rt.com/inotv/2023-06-06/CBS-bolshe-ne-mogut-molchat

                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here