პოლიტიკა

Home რუბრიკები პოლიტიკა Page 324
politics
თბილისი 1970-იან წლებში

“სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა” თუ “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს”?

ჩემი (უფროსი) თაობის ხალხს, მინდა, ის ბედნიერი პერიოდი (განსაკუთრებით ლეონიდ ბრეჟნევის ე.წ. ზასტოის პერიოდიდან მოყოლებული, სსრკ-ის მუხანათურად დანგრევამდე) შევახსენო, როდესაც რუსეთის მიერ “დამონებულ” საბჭოთა...

“მარგველაშვილმა ბევრჯერ შელახა ქვეყნის ისედაც შელახული რეპუტაცია”

უკვე მესამე წელიწადია, ხალხი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია, მაგრამ ამ პროცესში, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად კი უზენაესი სასამართლოს...

სოდომია – ვაშინგტონის დიადი გამარჯვება

აშშ თუ რუსეთი? _ არც აშშ, არც რუსეთი! _ მსგავსი განცხადებები ხშირად გვსმენია პოლიტიკოსთა მხრიდან, რაც, უკეთეს შემთხვევაში, უცოდინარობის ბრალია, ხოლო უარესში _ ურაპატრიოტიზმის,...

კურტ ვოლკერი: არ ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ან უკრაინისთვის მაპის მინიჭებას ვინმე ელოდება

“ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას ნატოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ან უკრაინისთვის მაპის...
ივერი მელაშვილს მხოლოდ დავითგარეჯის ტერიტორია არ აქვს მოსადავებელი!

ივერი მელაშვილს მხოლოდ დავითგარეჯის ტერიტორია არ აქვს მოსადავებელი!

გენერალურმა პროკურატურამ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო ზოლზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის ყოფილი წევრი, ექსპერტთა...

სააკაშვილისგან შეიძლება ბაბანგიდა გამოვიდეს

«დღეს ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, რადგან ის ქართველია....
ახლახან, უფრო ზუსტად _ აგვისტოში, ერთი ნაცნობი ძალიან უცნაური და, ალბათ, მხოლოდ მისთვის ცნობილი “თეორიებით” მეკამათა საქართველოს ისტორიის ზოგიერთ ეპიზოდზე. მოგეხსენებათ, აგვისტო ქართველთა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლევამოსილი ომის _ დიდგორის ბრძოლის თვეცაა და ოსმალთაგან დაპყრობილი ძირძველი ქართული კუთხის _ აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების თვეც. პირველი მოვლენა 12 აგვისტოთი თარიღდება ისტორიაში, მეორე _ 25 აგვისტოს მოხდა. აი სწორედ ამ თემებზე ჩემ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული “პოსტების” გამო შემდგა და შემდგა ეს ჩემი ნაცნობი და განავითარა აზრი, რომ დიდგორის ომი ქართველებს სულაც არ მოუგიათ, ისინი ქეიფსა და ღრეობას გადაჰყვნენ, ხოლო ეს ომი დავითის ჯარში მყოფმა “ყივჩაღებმა და სხვა უცხოტომელებმა” (მისი სიტყვებია) მოუგეს ილღაზს. მისივე თეორიით, აჭარა თურმე საქართველოს კი არ დაუბრუნდა, არამედ ოსმალეთის იმპერიას წაართვა რუსეთის იმპერიამ და, საერთოდაც, მანამდე თურმე თამარ მეფემ წაართვა ეს ტერიტორიები თურქებს... “ზოგადად, დიდი ვერაფერი ისტორიული გამარჯვებაა დიდგორი და ზედმეტად ვაბუქებთო!” _ დამმოძღვრა ბოლოს. ნამდვილად ვერ გეტყვით, ყივჩაღების გარდა, კიდევ რომელი “უცხოტომელები” იბრძოდნენ დავითის ლაშქარში ან კიდევ სად აღმოაჩინა თამარის დროს ამ ადამიანმა შავი ზღვის სანაპიროებზე თურქები, მაგრამ ახლა ამ კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე დავას არ ვაპირებ. აქ არც არაფერია სადავო და ასეთი ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობაც აშკარაა. არც აღარასოდეს დავუბრუნდებოდი მისნაირ ტვინშეზღუდულთა აზრებს, რომ არა ერთი ფაქტი: სოციალურ ქსელში შემთხვევით გადავაწყდი “პოსტს”, რომელიც სწორედ ამ ადამიანს ეკუთვნოდა. იგი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ ყაზახებსა და ლატვიელებთან დიდი გაჭირვებით მოპოვებულ გამარჯვებებს “დიად ისტორიულ მოვლენას” უწოდებდა. დიახ, ამ საგაზეთო სტატიაში სწორედ იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ დღევანდელ საქართველოში, სხვა დანარჩენ ეროვნულ ფასეულობებთან ერთად, როგორი დაკნინებული, გაყალბებული და გაუფასურებულია “ისტორიის” ცნებაც. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მედიასაშუალებებისთვის მიცემული აშკარა შეკვეთა _ ფეხბურთის ნაკრების სრულიად სამარცხვინო მდგომარეობიდან ამოსვლის სასაცილო მცდელობებისთვის “ისტორიული გამარჯვებები” ეწოდებინათ. აყვირდა კიდეც სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში სათაურები: “საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა”, “საქართველოს ნაკრების ისტრიული გოლი” და სხვ., რაც ობიექტური და ფეხბურთის კარგად მცოდნე გულშემატკივრისთვის გულის წასვლამდე სასაცილოა. მაშინ, როდესაც ქართული ფეხბურთის ისტორიას ახსოვს თუნდაც მხოლოდ ის “ფურცელი”, რომელიც ასახავს, თბილისის “დინამო” საერთაშორისო ტურნირზე ტოლი-სწორზე როგორ ეთამაშებოდა მადრიდის “რეალს”. სხვაზე რომც აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ ამ ფონზეც კი ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას ნაკრებებთან თამაშს “ისტორიის დაწერა” უწოდო, სამარცხვინოსთან ერთად, სასაცილოცაა! მით უფრო დიდი კომედიაა, როდესაც ამას ამბობენ სწორედ იგივე ადამიანები, რომლებმაც სულ ახლახან დიდგორის ომს “დიდი ვერაფერი ისტორია” უწოდეს. ფეხბურთის ფედერაციის თავკაცების მიერ გამოგონილი ეს სრულიად უნიჭო “პიარი” და აჟიოტაჟი უცებ გადაივლის, როგორც კი საქართველოს ნაკრებს ოდნავ ნორმალურ მეტოქესთნ მოუწევს შეხვედრა. აი, რეალური, ნამდვილი ისტორიის საშინლად დამახინჯებას და მომავალი თაობისთვის მისი ასეთი სახით მიწოდებას რა ეშველება? ლაპარაკია ცნობილ თურქულ ტელესერიალზე “დიდებული საუკუნე”, რომელშიც, მოგეხსენებათ, ოსმალეთის იმპერიის “დიდებაზეა” საუბარი და ნაჩვენებია, როგორ “ფლობდა” და მართავდა ოსმალეთი თავის “ისტორიულ მიწებს”. ამ სერიალის შემოქმედნი ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ოსმალთა, ამჟამად თურქთა, იმპერია, თავის კუთვნილ ისტორიულ მიწებზე არსებობდა და შემდეგ უსამართლოდ დაკარგა ისინი. თავისთავად, საუბარია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ძირძველ ბერძნულ და ქართულ მიწებზე. თურქული დაბალი ხარისხის სერიალებით ქართველი მაყურებლის მოწამვლა ხომ თავისთავად საშინელებაა და ეს “დიდებული საუკუნე” გამორჩეულად დანაშაულებრივი სერიალია. ეს ისედაც ცხადი იყო, მაგრამ თურმე ჯერ სად ვართ. ამ დღეებში ზოგიერთმა ინტერნეტსააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხსენებული ტელესერიალის ახალი სეზონი უშუალოდ საქართველოს ეხება და სახელიც ასეთი აქვს: “დაუმორჩილებელი ქართველი სულთნები”. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თურქებს ამ სერიალის სცენარისტად 16 წლის ქართველი ბავშვი აუყვანიათ. დიახ, არაფერი გეჩვენებათ, “ქართველი სულთნების” სცენარისტი იქნება 16 წლის ქართველი ჭაბუკი, რომელსაც “წარმატებულის” იმიჯს უქმნიან და, რაღა თქმა უნდა, თურქებისთვის ხელსაყრელ და მისაღებ “ისტორიას” აწერინებენ. კი მაგრამ, საქართველოში დაილია ღვაწლმოსილი, დაღვინებული ასაკის, გამოცდილი ისტორიკოსი? _ იკითხავთ თქვენ. პასუხი მარტივია: მერედა, თურქებს ხელს აძლევთ რეალური, სამართლიანი და ნამდვილი ისტორიკოსი? არ ჯობია უაზროდ ამბიციური და გაუთვითცნობიერებელი ბავშვი, რომელსაც არც განათლება აქვს ჯერ საკმარისი და ვერც იმას ხვდება, რა სამარცხვინო საქმეში ითრევენ? კიდევ ერთი სიურპრიზი: როდესაც ერთმა ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში ამ თემაზე პროტესტი გამოთქვა, მას ბავშვების მთელი ჯგუფი დაუკავშირდა და გალანძღეს, გალანძღეს იმისთვის, რომ თურმე ჩემი მეგობარი ცდილობდა, მათთვის წარმატება “ჩაეშხამებინა”(?!). ამასთანავე, მათი აზრით, თურმე ოსმალეთზე უარყოფითი აზრის ქონა რუსული პროპაგანდაა. აღმოჩნდა, რომ “დიდებული საუკუნის” “ქართული სეზონისთვის” ამ სერიალის თურქ მესვეურებს არა მხოლოდ ერთი სცენარისტი, არამედ დასავლეთი საქართველოს, კერძოდ, გურია-აჭარის რამდენიმე ქალაქიდან ჰყავთ ქართველი არასრულწლოვანი გოგო-ბიჭები დაქირავებული და, სცენარის გარდა, კიდევ სხვა მიმართულებებითაც ამუშავებენ. აი ასეთ დროს და ამ ფონზე, ვიღაც რეგვენი მსიფლიოს რეიტინგში 137-ე ადგილზე მყოფი ნაკრების დამარცხებას “ისტორიის დაწერას” უწოდებს და რეალურ ისტორიას მართლა თავზე გვაფხრეწენ. ან რაღა უნდა გაგიკვირდეს კაცს, როდესაც, ისტორია კი არა, გმირის წოდებაც კი გაუფასურდა და, ჟარგონით რომ ვთქვათ, “გაფარჩაკდა”. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას გარკვეული ჯგუფები “გმირს” უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში მკლავზე ლგბტ თემის მხარდაჭერის მიზნით ე.წ. ცისარტყელას სამკლავური გაიკეთა. აი, ასე იბადება თანამედროვე “კაშიაჩუკი”და სულაც არ არის გამორიცხული, მალე ლიტერატურული ნაწარმოებებიც შექმნას რომელიმე თანამედროვე “პრადვინუტმა” მწერალ-დრამატურგმა გურამ კაშიას “გმირობაზე”. ნუ გგონიათ, რომ ეს ცნობიერებაგადაგვარებულები ცისარტყელასფერებიანი სამკლავურის გაკეთებას ბახტრიონის აღებაზე ნაკლებ გმირობად მიიჩნევენ. ჰოდა, რა არის ეს ყოველივე, თუ არა ქართული “ისტორიული” ტრაგიკომედია? უბედურებაც სწორედ ეგაა, რომ ამ სიტუაციას სიტყვა “ტრაგიკომედიაზე” მეტად არაფერი უხდება. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, რომელსაც მართლა გულით უყვარს სამშობლო და ფიქრობს მის ბედ-იღბალზე, ეს ყოველივე უდიდესი ტრაგედიაა, ხოლო მათთვის, ვისაც მარიხუანის ლეგალიზაცია უფრო დიდ მიღწევად მიაჩნია, ვიდრე სოხუმის დაბრუნება, ეს სიტუაცია გასართობი, სახალისო და არც ისე მნიშვნელოვანი კომედიაა. ეს ყველაზე ნათლად და გადასარევად ჩანდა “დინამო არენაზე” (რომელსაც ბორის პაიჭაძის სახელს, რატომღაც, უკვე აღარვინ უწოდებს), სადაც, ტრიბუნებზე არსებული სიტუაციის შემხედვარეს, იქ შეკრებილი ხალხი, საფეხბურთო მატჩის გულშემატკივარი კი არა, საცირკო წარმოდგენაზე დამსწრე პუბლიკა გეგონებოდა. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იქ მყოფი მაყურებლის საკმაოდ დიდი ნაწილი სტადიონზე პირველად იმყოფებოდა და მათი იქ მისვლის მიზანი არა ფეხბურთის ცქერა, არამედ კონკრეტულად გურამ კაშიას მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა, ლგბტ ატრიბუტიკის ფრიალი და დანარჩენი ხალხის გამოწვევა და გაღიზიანება იყო. სწორედ ესაა აქ მთავარი და ახლა მინდა, პასუხი გავცე მთავარ კითხვას, რომელსაც ინტენსიურად სვამენ “კაშიაჩუკის” მხარდამჭერები: ისეთი რა დაშავდა იმით, რომ კაშიამ მონაწილეობა მიიღო უეფას მიერ წამოწყებულ ღონისძიებაში და გაიკეთა ცისარტყელას სამკლავური? არა, ბატონებო, მაგით კიდევ იმდენი არაფერი დაშავებულა, რამდენიც შემდგომ თვით კაშიას, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისა და ყოფილი ფეხბურთელი მერის _ კახა კალაძის განცხადებებმა დააშავა: “დიახ, ჩვენ ვამაყობთ ამით!”, “თუ საჭირო გახდა, მომავალშიც გაიკეთებს გურამი სამკლავურს”... ამგვარმა განცხადებებმა გადარია საზოგადოება. კარგი იქნებოდა, ვინმეს იმედნი ტვინი მაინც ჰქონოდა, რომ წასულიყო უეფაში და წყნარად, ზედმეტი ხმაურის გარეშე აეღო ის სამარცხვინო ჯილდო, რომელიც კაშიას მიანიჭეს პედერასტიის საჯარო პროპაგანდისთვის. სამწუხაროდ, კალაძემ და კობიაშვილმა, როგორც სჩვევიათ, გადაწყვიტეს, ჯიბრით ელაპარაკათ ხალხთან და შედეგიც შესაბამისი დადგა. მაინტერსებს, მოსწონთ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თამაშებზე ტრიბუნები გეიაღლუმს უფრო რომ ჰგავს, ვიდრე გულშემატკივრის ჯიგრულ ქომაგობას? მათთვის დადებითია ის, რომ საქართველოს ნაკრების მიერ გოლის გატანა მეტოქის კარში უკვე ლგბტ თემის “მოგებად” აღიქმება? ვიცი, იტყვიან: ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდებაო. მესმის, ბატონებო, და სწორედ ამიტომ უნდა დაფიქრდეთ, სანამ ლგბტ სამკლავურს გაიკეთებთ, სანამ ამას “გააპრავებთ” და “იამაყებთ”, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ასეთმა სულელურმა საქციელმა და განცხადებებმა. აწი უკვე ძალიან გვიანია და, სამწუხაროდ, სანამ კაშია ნაკრებიდან არ წავა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ლგბტ-ცირკად იქნება გადაქცეული... როგორ ფიქრობთ, რა ნამუსით უნდა “წავაკითხოთ” შვილიშვილებს ყაზახეთთან და ლატვიასთან ანტიფეხბურთის თამაშითა და თურქული ტელესერიალებით “დაწერილი” საქართველოს ისტორია? ბაკურ სვანიძე

“კაშიაჩუკი” და “ქართველი სულთნები” _ ქართული ისტორიული ტრაგიკომედიები

ახლახან, უფრო ზუსტად _ აგვისტოში, ერთი ნაცნობი ძალიან უცნაური და, ალბათ, მხოლოდ მისთვის ცნობილი “თეორიებით” მეკამათა საქართველოს ისტორიის ზოგიერთ ეპიზოდზე. მოგეხსენებათ, აგვისტო ქართველთა ყველაზე მნიშვნელოვანი...

ნატოფაშიზმი ანუ როგორ აწყობენ ტერორისტულ აქტებს ნატოს საიდუმლო არმიები

ნატოს საიდუმლო ქვედანაყოფებზე მასალების გამოქვეყნება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ნატოსთან თანამშრომლობის, მით უმეტეს _ ამ სამხედრო ალიანსში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო მოხელეებმა, აგრეთვე, საქართველოს...

ბიძინა, ანუ მიხეილი _ 10 მსგავსება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის

ოქტომბერში დაწყებულმა კოაბიტაციამ საშიშ ნიშნულს მიაღწია. მოსახლეობას ეჭვი უჩნდება და არც თუ უსაფუძვლო: ხომ არ შედგა გარიგება წინა ხელისუფლებასა და ახალ ხელისუფლებას შორის...

ლეფორის ტესტი, ანუ აღმოსავლეთის ფრონტზე ცვლილებებია

უკრაინის კრიზისმა ქართული აუდიტორიისთვის უკანა პლანზე გადაწია მსოფლიოში განვითარებული ყველა სხვა მოვლენა. მასზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა, ალბათ, საინტერესო იქნება, დასაწყისში ყურადღება «დიდი საჭადრაკო დაფის»...