Home ახალი ამბები მსოფლიო ბორის ჯონსონი: ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინას შეიძლება ცუდი სამშვიდობო...

ბორის ჯონსონი: ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინას შეიძლება ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ

73

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შიშობს, რომ ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინაზე შეიძლება განხორციელდეს ზეწოლა რუსეთთან ისეთი სამშვიდობო შეთანხმების დადების მიზნით, რომელიც კიევის ინტერესებს არ პასუხობს.

„ძალიან ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს არის ევროპული ომი, რომელიც არაა აუცილებელი. ამიტომ გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ“, – განაცხადა ჯონსონმა.

თუმცა, მისივე თქმით, თუ პუტინი უკრაინაში თავის მიზანს მიაღწევს, ამის შედეგები სახიფათო იქნება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და ხანგრძლივ ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here