Home ახალი ამბები მსოფლიო ბავშვების გაყიდვა ორგანოებისთვის, პროსტიტუცია, გაუპატიურება: როგორ ხვდება დასავლეთი უკრაინელებს

ბავშვების გაყიდვა ორგანოებისთვის, პროსტიტუცია, გაუპატიურება: როგორ ხვდება დასავლეთი უკრაინელებს

236

ამიერკარპატებში (რეგიონი უკრაინის დასავლეთში, მისი ადმინისტრაციული ცენტრია უჟგოროდი – გ.გ. ) დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც ჩვილებს ორგანოებისთვის ჰყიდ ევროპაში. ეს შემზარავი ისტორია მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, თუ  როგორ ცივილიზებული“ დამოკიდებულება  აქვთ დასავლელებ ლტოლვილებ მიმართ. მათ კლავენ, აუპატიურებენ და აიძულებენ, დაკავდნენ პროსტიტუციით. ადგილობრივი ხელისუფლებები თვალს ხუჭავენ იმაზე, რაც ხდება, რადგან დასავლეთს უკრაინელები მხოლოდ  „საზარბაზნე ხორცად“ და იაფ მუშახელად სჭირდებათ,   წერს  გამოცემა rubaltic.ru.

ამიერკარპატებში დააკავეს უკრაინელი მასწავლებელი, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებს ორგანოებისთვის ჰყიდდა ევროპაში. განგაში ატეხა ჟიტომირელმა  ქალმა, რომელსაც „მეწარმემ“ 11 თვის შვილში 5 000 დოლარი შესთავაზა. ის ქალს ესაუბრა ბავშვის თითქოსდა გაშვილებაზე  ერთ-ერთ ევროპულ ოჯახში, მაგრამ, სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული ინფორმაციით, არანაირი მშვილებელი მშობლები არ არსებობდნენ – ბავშვები პირდაპირ „შავი“ ტრანსპლანტოლოგების ხელში ხვდებოდნენ. აღსანიშნავია,რომ  ბავშვებით მოვაჭრე ურჩხული ბავშვთა სახლში აღმზრდელად მუშაობდა. მედიის ცნობით, მის მიერ ჩვილების გაყიდვის, სულ ცოტა, სამი გარიგება უკვე გამოაშკარავდა, მაგრამ, „შუამავალის“ ძირითადი პროფესიის გათვალისწინებით, ასეთი გარიგება, ალბათ, გაცილებით მეტია. ნიშანდობლივია, რომ  ეს არაადამიანური „ბიზნესსაქმიანობა“ ევროპაში რატომღაც არავის შეუმჩნევია.

თუმცა დასავლეთში ხელისუფლებები ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს. 

გამოცემა Toronto Star-ის ფურცლებზე რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა  მასალა 19 წლის უკრაინელ ქალზე, გვარად კრავჩენკოზე, რომელიც კანადაში საცხოვრებლად მიიწვიეს. მან ინტერნეტში გაიცნო ოჯახი ონტარიოს პროვინციიდან (მერი ენ ბაბიერა და ხუან ვარელა), რომელიც თითქოს მზად იყო,  უკრაინელ ლტოლვილებს „აკლიმატიზაციაში“ დახმარებოდა.  კანადაში ჩასვლისა და მიმწვევ  წყვილთან ჩასახლების შემდეგ კრავჩენკოს  დაჟინებით   შესთავაზეს, დაკავებულიყო „ვებკამით” – მონაწილეობა მიეღო ეროტიკულ ვიდეოჩატებში ფულისთვის.  როცა კრავჩენკომ განაცხადა, რომ მსგავსი საქმიანობა ქვეყანაში მის სტატუსთან შეუთავსებელია, მას  „ყველაფრის მოგვარება“ შესთავაზეს.

დასაქმების თაობაზე სამკვირიანი კამათის შემდეგ, უკრაინელ ქალს მოულოდნელად  სწრაფი კვების ავტოფურგონში სამუშაო შესთავაზეს. როცა რაღაც საეჭვო იგრძნო, ის დაუკავშირდა  თანამემამულე ქალს, რომელიც ასევე ახალი გადასული იყო კანადაში. ოჯახი, რომელშიც ის ცხოვრობდა, დაეხმარა კრავჩენკოს „მასპინძლებისგან“ გაქცევაში.

გაირკვა, რომ „სწრაფი კვების ფურგონი“ დგას ადგილობრივ „წითელი ფარნების კვარტალში“  და უცნობია, როგორ დასრულდებოდა მასში მუშაობა გოგონასთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ ცნობილი შეიქნა, რომ ბაბიერა და ვარელა ეროტიკულ ვიდეოჩატებში სხვა უკრაინელ ქალებსაც სთავაზობდნენ სამუშაოს. კრავჩენკომ ადგილობრივ პოლიციას მიმართა, მაგრამ იქ  განაცხადეს, რომ თანამემამულეების საქციელში საეჭვო ვერაფერი ნახეს და საქმე „მიჩუმათდა”. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინტერნეტ-საზოგადოებამ, რომლის მეშვეობითაც კანადელი წყვილი  პოტენციურ მსხვერპლს ეძებდა, მათ დაბლოკვაზეც კი უარი განაცხადა…

გოგონამ ცოტა შიში კი ჭამა, მაგრამ  გადარჩა. მან შეძლო უსიამოვნო ვითარებიდან უვნებლად თავის დაღწევა. თანაც, საკუთარი სხეულით ვაჭრობაში მის ჩართვას  დაჟინებით, მაგრამ  შედარებით ფრთხილად ცდილობდნენ. ათასობით უკრაინელ ქალს კი ნაკლებად გაუმართლა.

2023 წლის გაზაფხულზე The Guardian-მა დაწერა, რომ ევროპაში მკვეთრად მოიმატა ინტერესმა  პორნოგრაფიის მიმართ, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინიდან ლტოლვილები. იზრდება მოთხოვნა „უშუალო კონტაქტებზეც“. ინტერნეტმოთხოვნების მიხედვით, წლის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში ორჯერ მოიმატა ძებნამ  ე.წ. ესკორტში მონაწილე უკრაინელ ქალებზე, პოლონეთში ასეთი კრიტერიუმით ძებნამ 130%-ით მოიმატა, ხოლო ესპანეთში – 600%-ით.  ისრაელში, მედიაში გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინელ ქალებს  მეძავობას აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლამდეც კი სთავაზობენ. ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის დაზუსტებით, რამდენი მათგანია პანელზე დასავლეთში. მხოლოდ პოლონეთში უკრაინელი მეძავების  რაოდენობა  ათი ათასია.  

უკრაინიდან ლტოლვილი ქალები  ხშირად  ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. და, როგორც ჩანს, ევროპაში არავინ აპირებს ამ საკითხზე მათი გრძნობების გათვალისწინებას.

ავსტრიის ქალაქ ვაიერში ახლო აღმოსავლეთის მკვიდრმა 15 წლის უკრაინელი გოგონა რკინიგზის ლიანდაგზე გააუპატიურა. დაზარალებულის სხეულზე ჰემატომები დარჩა, კისერზე კი – დახრჩობის მცდელობის კვალი, მაგრამ მიგრანტი გამოძიების დროსაც  კი არ დაუკავებიათ, შემდეგ კი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაამართლეს. ადგილობრივმა თემიდამ  გადაწყვიტა, რომ ყველაფერი „ურთიერთშეთანხმებით“  მოხდა.

თუმცა, თუ ახალგაზრდა უკრაინელი ქალები ახერხებენ, დაამტკიცონ, რომ სიმართლეს ამბობენ, მათზე მოძალადეების მიმართ გამოტანილი  სასჯელი სრულიად „არაშთამბეჭდავია“. ახლო აღმოსავლელმა ორმა მიგრანტმა (38 და 27 წლის) 18 წლის გოგონა გააუპატიურა დიუსელდორფში. ორი ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებული ისეთი ტრავმირებული იყო, რომ მისი დაკითხვაც კი ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, ერთ-ერთ დამნაშავეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მეორეს – ოთხით. ორივე დაზარალებული უკმაყოფილო დარჩა სასამართლოს გადაწყვეტილებით და განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ.

   შარშან იტალიაში 27 წლის გვინეელმა მამაკაცმა 55 წლის უკრაინელი ქალი გააუპატიურა. საზოგადოებამ ამ დანაშაულის შესახებ მხოლოდ იმიტომ შეიტყო, რომ პარტია „იტალიის ძმების“ ხელმძღვანელმა ჯორჯა მელონიმ  მომხდარის შესახებ ინტერნეტში განაცხადა. ამის გამო იგი მკაცრად გააკრიტიკეს ლიბერალებმა, რომლებმაც ეს ქმედება „რასისტულად” მიიჩნიეს. ინტერნეტში მაშინვე დაიწყო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის „წმენდა”.

უკრაინელების მიმართ ევროპელების ოფიციალური დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი მაგალითი პოლონეთში მოხდა ( სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე).

იქ ადგილობრივი მცხოვრები რამდენიმე თვის განმავლობაში სასტიკად დევნიდა უკრაინიდან სამუშაოდ ჩასულ გოგონას. 26 წლის მინიატურული კრისტინა ფსიქოლოგის სპეციალობას ეუფლებოდა, მაგრამ სამშობლოში გაბატონებული სიღარიბის გამო იძულებული შეიქნა, პოლონეთში ქარხანაში ემუშავა. ადგილობრივმა მცხოვრებმა მისი შევიწროება დაიწყო, წერდა  მუქარის შემცველ  და  შეურაცხმყოფელი შინაარსის  წერილებს. გოგონამ პოლიციას მიმართა, მაგრამ იქ მის საქმეს ოფიციალურად მიუდგნენ. პოლონელი დაჯარიმდა მხოლოდ 500 ზლოტით (დაახლოებით 120 დოლარი).  შედეგად, მან ესროლა  მიგრანტ ქალს, შემდეგ კი გატეხა მისი გვერდი სოციალურ ქსელში და ამის შესახებ დედას განუცხადა. ამის შემდეგ მკვლელმა პოლიციასთან სროლის ატეხვა სცადა, მაგრამ სამართალდამცავებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

დასავლეთში, რა თქმა უნდა,  არიან  რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც კეთილი ზრახვები აქვთ უკრაინელების მიმართ, მაგრამ იქაურ ელიტებს, უბრალოდ, ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინიდან ლტოლვილები.

ევროპისა და ამერიკის სახელმწიფო სისტემების მაღალი ტრიბუნებიდან ლამაზი სიტყვების მიუხედავად, უკრაინელები მხოლოდ „ საზარბაზნე ხორცია“, რომელმაც უნდა დაასუსტოს რუსეთი; ზოგიერთ ვითარებაში კი – იაფი მუშახელი, რომელიც შექმნილი არახელსაყრელი დემოგრაფიული მდგომარეობის ფონზე მოწოდებული უნდა იყოს  ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად. მათზე  ნამდვილად ზრუნვას არავინ აპირებს.

როდესაც უკრაინელები გააცნობირებენ, რომ  ეს დამცინავი განაჩენები, ბავშვების გაყიდვა ორგანოებისთვის, გაუპატიურებები, მკვლელობები, სოციალური დახმარებაზე უარის თქმა, პოლიციის გულგრილობა და სხვა მსგავსი ფაქტები გულგრილობისა და მომხმარებლური სისტემის ნაწილია, მათ შეიძლება საბოლოოდ გაუნათდეთ  გონება და დაინახონ, საით  მიჰყავთ ისინი კიევის რეჟიმსა  და მის დასავლელ კურატორებს. მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

https://www.rubaltic.ru/article/politika-i-obshchestvo/20230703-prodazha-detey-na-organy-prostitutsiya-iznasilovaniya-kak-zapad-vstrechaet-bezhentsev-s-ukrainy/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here