Home ახალი ამბები მსოფლიო ახალი მსოფლიო ომი ცალკეული კონფლიქტების პრიზმაში

ახალი მსოფლიო ომი ცალკეული კონფლიქტების პრიზმაში

287

თუ უემოციოდ  განვაგრძობთ სომხეთისა და, საერთოდ,  რუსეთის გავლენის თემას მის საზღვრებს გარეთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ  2018 წელს (პროამერიკლი „შესტიორკის“, აშინიანიანის,  ხელისუფლებაში მოსვლა) ამიერკავკასიაში ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ.  ამის საკომპენსაციოდ, დასავლეთის მიერ  გამოცხადებული ტოტალური ომის გათვალისწინებით, საჭიროა, მის ყველა სუსტ წერტილზე  დავაჭიროთ, – წერს ტელეგრამ -არხი „Мир сегодня с “Юрий Подоляка”.

იმიტომ, რომ  მიმდინარე კონფლიქტების  (ყველა მათგანის) არსი მსოფლიოს ახალი გადანაწილებაა. ეს ნიშნავს, რომ ომი, თუნდაც ის ყველგან აშკარად არ მიმდინარეობდეს, ჩვენთვის, სახელდობრ, მსოფლიო ომია. ამასთანავე, მოწინააღმდეგემ  ყველგან ვერ მოგვახვია თავს თავისი ნება. უკრაინის ომმა უკვე აჩვენა, რომ მთელი მსოფლიო მათთან არ არის. უფრო ზუსტად, მსოფლიო   „ჩვენთანაა“ (მოსახლეობის 4/5  და ტერიტორიის 3/4).

ასევე,  ძალიან კარგად გამოგვივიდა ლათინურ ამერიკაში, სადაც ვენესუელაში ვითარების  შენარჩუნების შემდეგ, მათ შორის და ამის წყალობით, დღეს ეს რეგიონი ამერიკის  შეერთებული შტატების „უკანა ეზო“ კი აღარ არის, არამედ ხიჭვია  აშშ-ის  უკანალში. კოლუმბიამ კი, რომელიც ბოლო პერიოდამდე ვაშინგტონის ერთგული იყო, ცოტა ხნის წინათ  მას ანგარიში წარუდგინა. კიდევ ერთი ასეთი წერტილი, ბოლო მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არის აფრიკა. იქ ბოლო ორი წლის განმავლობაში საფრანგეთმა  რამდენიმე ძალიან მტკივნეული მარცხი განიცადა  და ჩვენ ბოლო  უნდა მოვუღოთ მას (იმ თვალსაზრისით, რომ  რეგიონიდან ფეხი  ამოვაკვეთინოთ). აქედან გამომდინარე, სწორი იქნებოდა,  რუსეთის არმიამ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, დაიკავოს  კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ადგილი ამ საკვანძო რეგიონში და ა.შ.

თუ  ისე მოვიქცევით, როგორც  შეერთებული შტატები მოიქცა  ჩვენს ცოტა ხნისწინანდელ  „უკანა ეზოში” (ამიერკავკასიაში), მაშინ  ძალებს კი  არ გავფანტავთ, არამედ მივაღწევთ სრულ და საბოლოო გამარჯვებას… არა უკრაინაში (ეს ნაწილია), არამედ მსოფლიო ომში, რომელშიც (ჩვენი შვილების მომავლის გამო) დამარცხების უფლება არ გვაქვს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tlgrm.ru/channels/@yurasumy/10669

                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here