Home Authors Posts by Geworld

Geworld

19129 POSTS 0 COMMENTS
ამისთვის იბრძვის ადამიანი, რომელიც არც ფსიქიკურად ავადმყოფია, არც გიჟი და ეპატაჟური პიროვნება, რომელიც ყურადღების მისაპყრობად ყველაფერს იკადრებს, ის არის ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს ღირსება და სირცხვილი... “ნოუთბუქის” ცოლად მოყვანა სურს და მიეცით უფლება, უფლებადამცველებო ყველა ქვეყნისა! მაგრამ არგუმენტმა, რომ “ნოუთბუქი” საკმაოდ “ზრდასრულია” დასაქორწინებლად, გავლენა ვერ მოახდინა მოსამართლეზე, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა დაქორწინების შესაძლებლობის აღიარებული პრაქტიკის მოხმობამ. გაჯიქდა საოლქო სასამართლოს მოსამართლე დევიდ ნაფერი, ისე გაჯიუტდა, რომ არც კი მოისურვა კრის სევიერის სარჩელის განხილვა, რომელმაც განაცხადა, რომ, რადგან ლეგალიზებულია ერთნაირსქესიანთა დაქორწინება, მას ნება უნდა დართონ, ცოლად შეირთოს “ნოუთბუკი”, ანუ კომპიუტერი. მომჩივანმა თავის სარჩელში ჩართო ჯონ ჰანტერ-უმცროსისა და უიტნი კოულის მოთხოვნა პოლიგამიურ ქორწინებაზე ნებართვის მიცემის შესახებ. სევიერმა სასამართლოში უჩივლა იუტას შტატის გუბერნატორს, გენერალურ პროკურორსა და ოლქის მდივანს, რომლებმაც 2017 წელს ნება არ დართეს, დაეკანონებინა ურთიერთობა ლეპტოპთან. მოსამართლე ნაფერმა თავისი გადაწყვეტილება უარი ეთქვა მომჩივანისთვის ახსნა იმით, რომ სევიერი “ნოუთბუკზე” ქორწინებით კი არ არის დაინტერესებული, არამედ სურს, ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმება ქვეყანაში. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ფლორიდაში სარჩელის შეტანისას მომჩივანმა განაცხადა: “თუ გეებს აქვთ უფლება, დაქორწინდნენ მათი სექსუალური მისწრაფების ობიექტზე მაშინაც კი, როცა მათ შესაბამისი სექსუალური ნაწილები არ გააჩნიათ, მაშინ მეც უნდა მქონდეს უფლება, ცოლად მოვიყვანო ის სექსუალური ობიექტი, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებ”. შტატების უმრავლესობაში არასრულწლოვნებს ნებას რთავენ, დაქორწინდნენ სასამართლოს ან მშობლების თანხმობის შემთხვევაში, 27 შტატში კი ქორწინების მინიმალური ასაკი საერთოდ არ არის განსაზღვრული. შტატის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, _ იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელის “ნოუთბუკს” უკვე შეუსრულდა 15 წელიწადი, იგი ქორწინებაზე ნებას არ დართავს. სევიერმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მანამდე მსგავსი სარჩელები მან სხვა შტატებშიც შეიტანა, მაგრამ ყველგან წააგო საქმე. ტენესიში კი მას, როგორც დიპლომირებულ იურისტს, საადვოკატო საქმიანობა აუკრძალეს. მსგავსი ანომალიები ადრეც მომხდარა: მაგალითად, ბრიტანელმა ამანდა ლიბერტიმ, რომელსაც “ინტიმური ურთიერთობა” ჰქონდა ორ ქალთან, განაცხადა, რომ დანიშნულია ერთ მათგანზე; იტალიელი ქალბატონი ლაურა მესი კი საკუთარ თავზე დაქორწინდა.

ამერიკელი “ნოუთბუკზე” დაქორწინების უფლებისთვის იბრძვის

ამისთვის იბრძვის ადამიანი, რომელიც არც ფსიქიკურად ავადმყოფია, არც გიჟი და ეპატაჟური პიროვნება, რომელიც ყურადღების მისაპყრობად ყველაფერს იკადრებს, ის არის ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს ღირსება...
ლიბია

ფრანგი ექსპერტი: დასავლეთი მათზე არანაკლები დამნაშავეა, ვისაც ებრძვის

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი დანიელ ლაგო  დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ლიბიაში ომი საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად კადაფის რეჟიმის მიერ მასობრივი მკვლელობებისა და სხვა დანაშაულების შესახებ “ფეიკურ...
მაკრონი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მაკრონი მოსკოვში მაისში ჩავა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთში ჩავა, ვიზიტის მოსამზადებელი მუშაობა გრძელდება. ეს მან  რადიოსადგურ ერ-ტე-ელის ეთერში...
ჩინეთი

ჩინეთში განაცხადეს, რომ აშშ თვითონ ჩავარდება სხვისთვის გათხრილ სამარეში

“ჩვენ ვურჩიეთ აშშ-ს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დააზარალებს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, თორემ აშშ თვითონ ჩავარდება სხვისთვის გათხრილ სამარეში, _ განაცხადა ჩინეთის სახალხო...
ლონდონი

აშშ ლონდონის სიტყვას ენდო

აშშ-მა ირწმუნა ლონდონის განცხადება, რომ რუსეთი დამნაშავეა სკრიპალების საქმეში. ეს თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა ბრიფინგზე, რომლის ჩანაწერი “იუთუბიზე” გამოქვეყნდა. “დიდი ბრიტანეთი ჩვენი...
კარინ კნაისლი

ავსტრიას დიდი ბრიტანეთის დაჟინებული მოთხოვნა არ მოსწონს

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ავსტრიაში მრავალგზის უსაყვედურა ვენას, რომ უარს ამბობს, გააძევოს რუსი დიპლომატები სკრიპალების საქმის გამო, _ განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა....

მამა ათანასე (ხაბეიშვილი): პროვოკაციების სამიზნეა არა მხოლოდ პატრიარქი და ეკლესია, არამედ მრევლიც

საქართველოს საპატრიარქოს მიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული განცხადება გარკვეული ძალების მხრიდან ეკლესიის გაყოფისა და დაპირისპირების გაჩენის მცდელობაზე პირდაპირ მინიშნებებს შეიცავდა. ამით საპატრიარქომ მიმდინარე პროცესებს,...
ამერიკა

საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული მონა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ შეძრა ქართველი საზოგადოება, თუმცა ზოგიერთმა პოლიტიკური ქულების დაწერაც სცადა ამ ტრაგედიით და არცთუ წარუმატებლად _ 1-2-პროცენტიან პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მიეცათ...
სპუტნიკი

მასტერკლასი ჟურნალისტებისთვის

მრავალპროფილიანმა ახალი ამბების სააგენტო Sputnik-მა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჟურნალისტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო _ SputnikPro. მასტერკლასი 20 მარტს თბილისში, საერთაშორისო სააგენტო და რადიო “შპუტნიკ-საქართველოს” მულტიმედიურ...
ქეთი ლაგვილავა

თბილისის მერიის თანამშრომელი კემეროვოში ბავშვების ცოცხლად დაწვით ხარობს

“ვოტ ნემეცკი მალჩიკ, სტრელიაი!” _ გიორგი მახარაშვილის ეს შეძახილი ფილმში “ჯარისკაცის მამა” ყველას გვახსოვს. “სასტიკი და მკვლელი საბჭოთა სისტემაც” კი, როგორც მას ახლა მოიხსენიებენ,...