Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ და ევროკავშირი: ანტიტერორიზმი, როგორც ტერორისტების საყვარელი იარაღი

აშშ და ევროკავშირი: ანტიტერორიზმი, როგორც ტერორისტების საყვარელი იარაღი

90

ცნებატერორიზმსგანსაკუთრებული ადგილი უკავია ცნებების ლექსიკონში. რუსი მწერალი ალექსანდრე ზინოვიევი თავის მშვენიერ სტატიაშიროგორ მოვკლათ სპილო ნემსითტერორიზმს ასე განმარტავს: „ტერორიზმი არ არის უმიზეზო ან ისეთი რაღაც, რაც ფესვგადგმულია ადამიანის ბიოლოგიური ბუნების ზოგიერთ დეფექტში. ეს არის სოციალური მოვლენა, რომელსაც ფესვები აქვს ხალხის სოციალური ცხოვრების პირობებშიისინი ცდილობენ მიმდინარე მსოფლიო ომის სოციალური ბუნების დამალვას, მის წარმოჩენას ისე, თითქოს, ერთი მხრივ, არსებობენ კაცობრიობის სასიკეთილდღეოდ მებრძოლები (აშშ და მისი მოკავშირეები), ხოლო, მეორე მხრივ _ არაადამიანური ბუნების ტერორისტებიიმისათვის, რომ როგორმე აღმოიფხვრას ძალების ამაზრზენი უთანასწორობა, გამოიგონეს ძლიერი გლობალური ტერორისტული ქსელი, რომელიც თითქოს საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას…” _ წერს ukraina.ru.

სასაცილოა, რომ ტერორიზმში ყველა დანარჩენი ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი არის ხელისუფლება, რომელმაც მხოლოდ 1945-2014 წლებში 248-დან 201 შეიარაღებული კონფლიქტი გააჩაღა პლანეტის 153 რეგიონში და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2001 წლამდე მონაწილეობდა აშშ-ის საზღვრებს გარეთ ჩატარებულ 201 სამხედრო ოპერაციაში. მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ამ ომების მსხვერპლთა დაახლოებით 90% მშვიდობიანი მოქალაქეა.

  2001 წელს ტყუპი კოშკის დანგრევის შემდეგ 20 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ გაჩაღებულ ომებში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 800 000-დან 3 100 000-მდე ადამიანი დაიღუპა. შეერთებული შტატების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არსებობის დროის დაახლოებით 93% –ის განმავლობაში მისი არმია მონაწილეობდა ომებში და თანაც ყოველთვის შორს საკუთარი ტერიტორიიდან. გარდა ომებისა, აშშის ანგარიშზეა ათეულობით სახელმწიფო გადატრიალება, პოლიტიკური მოღვაწეების მკვლელობები, რომლებიც შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, და დამოუკიდებელი მთავრობების დესტაბილიზაციის ფარული ოპერაციები მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში.

გარდა ამისა, გასული საუკუნის შუა წლებიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქცა ყველაზე საიმედო თავშესაფრად სამხედრო დამნაშავეებისა და ტერორისტებისთვის, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში მართლმსაჯულებას ემალებიან _ დაწყებული „დემოკრატიისთვის მებრძოლი“ კუბელი ლუის პოსადა კარილესით, რომელმაც ააფეთქა სამოქალაქო თვითმფრინავი მგზავრებთან ერთად, დამთავრებული ჩილელი ბარდის, ვიქტორ ხარას მკვლელის, პინოჩეტის ყოფილი ოფიცრისა და ახლა ამერიკის მოქალაქე პედრო ბარიენტოსით.

ნატოს სამხედრო სტრუქტურის მიერ ოკუპირებულ ევროპაში, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრით აშშ-ში, 23 ნოემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა რუსეთის „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოცხადების შესახებ (რეზოლუციას ხმა მისცა 494-მა ევროდეპუტატმა, წინააღმდეგი იყო _ 58, თავი შეიკავა _ 44-მა. _ ლ.მ. ). ეს არის პასუხი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მრავალ მოწოდებაზე „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ რუსეთის ფედერაციის აღიარების შესახებ, რომელიც პირველად გაკეთდა ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში. მანამდე რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ არის აღიარებული, უკვე მიიღეს ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ესტონეთის პარლამენტებმა და ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ. რუსეთისთვის მომზადებული ამ ახალი იარლიყის დეკლარაციული ბუნების მიუხედავად, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, კონკრეტულად რას ნიშნავს „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“ და რა უნდა მოიმოქმედოს ბრალდებული ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის მიმართ უკვე დაწესებული  ყველა სანქციისა და საინფორმაციო ბლოკადის ფონზე აუცილებელია რაღაც პრინციპულად ახლის გამოგონება, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ არავინ იცის, რა შეიძლება იყოს ეს _ დიპლომატიური ურთიერთობების და, საერთოდყველა დარჩენილი კავშირის გაწყვეტა? ვის დაარტყამს ეს უფრო მტკივნეულად და განა ეს არ იქნება წერტილი, რომლის იქითაც სრულფასოვან მსოფლიო ომში ჩართვის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება? რატომ თქვა უარი ამ ინსტრუმენტზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა _ ევროპის რუსეთთან კონფლიქტის მთავარმა ინსპირატორმა და ბენეფიციარმა? არასამთავრობო ორგანიზაცია  Crisis Group-ის ექსპერტ ლისა მუსიოლის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში განმარტებები _ „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“ და „სახელმწიფო-ტერორისტი“ _ გამოიყენება როგორც,  ურთიერთშემცვლელები, მაგრამ მათ აქვთ საკმაოდ განსხვავებული მნიშვნელობა. ეს აზრების არამკაფიოობა და ამორფული ბრალდებები სავსებით ლოგიკურია, როგორც ამ შეიარაღებულ კონფლიქტში ოფიციალურ ამბებად გამოცხადებული იურიდიული დასაბუთება “ფეიკ-ნიუსებისა”.  ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი „განდევნილი ქვეყნის“ მდგომარეობა _ კუბის,  რომელსაც, 40 წელია (ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ხანმოკლე შესვენებით), აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებულ სტატუსი _ „ტერორიზმის სპონსორი“. კუბას ბრალს სდებდნენ  ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში რევოლუციური მოძრაობების მხარდაჭერაში 60-80-იან წლებში, როდესაც აშშ-ის მთავრობა გამოუცხადებელ ომს აწარმოებდა “თავისუფლების კუნძულის” წინააღმდეგ _ მხარს უჭერდა ფაშისტურ რეჟიმებს რეგიონში, რომლის ტერიტორიიდანაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო რეგულარულად ახორციელებდა ტერორისტულ ოპერაციებს კუბის რეჟიმის დასამხობად.

პრეზიდენტის პოსტიდან დონალდ ტრამპის წასვლამდე ცხრა დღით ადრე, 2021 წლის 11 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა კუბა კვლავ შეიყვანა „საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების“ სიაში. უფრო მეტიც, კონკრეტული ბრალდება  უცხოელი რევოლუციონერებისადმი კუბის მხარდაჭერა კი აღარ არის, რომელიც მან ოფიციალურად შეწყვიტა ჯერ კიდევ 2012 წელს კრიტიკული ეკონომიკური ვითარების გამო, არამედ კუბას ადანაშაულებენ შეერთებული შტატების „ანტიტერორისტულ“ საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმაში. ამერიკის შეერთებული შტატები კი ძველებურად განაგრძობს სხვა ქვეყნებისთვის იარლიყების დარიგებას, სანქციების  დაწესებასა და სარაკეტო დარტყმებს.

აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს, განცხადებებში  (ჯერ პრესისთვის, შემდეგ კი სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულში) ნათქვამი იყო: გადაწყვეტილების მიზეზები _ „კუბას თავს აფარებენ ამერიკელები, რომლებიც ბრალდებულნი არიან პოლიტიკურ ძალადობაში; კუბა მხარს უჭერს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს; უარს ამბობს კოლუმბიის “ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის” ლიდერების ექსტრადიციაზე (რომლებიც კუბაზე მიიწვიეს, როგორც ოფიციალური დელეგაციის წევრები კოლუმბიის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მათი უსაფრთხოების სამთავრობო და საერთაშორისო გარანტიებით, _ ukraina.ru-ს რედ.)… ტრამპის ადმინისტრაცია თავიდანვე ორიენტირებული იყო ფიდელ კასტროს რეჟიმისთვის იმ რესურსების ჩამორთმევაზე, რომლებსაც  ის იყენებდა თავისი ხალხის დასაჩაგრავად, აგრეთვე, ვენესუელისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დანარჩენი ნაწილის საშინაო საქმეებში მავნე ჩარევისთვის… სიაში კუბის შეყვანა პასუხისმგებლობას დააკისრებს ქვეყნის მთავრობას და „ნათელ სიგნალს“ გაუგზავნის კასტროს რეჟიმს, შეწყვიტოს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა და ამერიკული მართლმსაჯულებისთვის ძირის გამოთხრა”.    

ევროპარლამენტის 23 ნოემბრის რეზოლუცია საერთაშორისო ფარისევლობაა, რომლის ერთადერთი აზრი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამართლის ამჟამინდელი სტრუქტურის უსახელო სიკვდილის შეხსენებაა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here