Home ახალი ამბები მსოფლიო არალეგალებმა ნიუ-იორკში  ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიეს

არალეგალებმა ნიუ-იორკში  ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიეს

437

ნიუ-იორკში მიგრანტების ნაკადებმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიეს.  ამ ქალაქის  სასოწარკვეთილ მერს, ერიკ ადამსს, სურს, მოაწყოს ტურნე ლათინური ამერიკის ქვეყნებში – შეეცადოს,  დაარწმუნოს ისინი, რომ არ გაგზავნონ არალეგალები  ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის შტურმით გადასალახავად, – წერს ტელეგრამ -არხი „Малек Дудаков“-ი.

ანალოგიური რამ მოხდა 2021 წელსაც, როცა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ლათინურ ამერიკას  ფული შესთავაზა  მიგრაციის  ნაკადების შესაჩერებლად, მაგრამ იმ მომენტიდან კრიზისი მხოლოდ ღრმავდება – აგვისტოში 300 ათასმა არალეგალმა  შტურმით აიღო აშშ-ს საზღვარ.

რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი შტატები  დაუყოვნებლივ აძევებენ მიგრანტებს ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ სხვა შტატებში. მხოლოდ ნიუ-იორკში 120 ათასზე მეტი არალეგალი  შევიდა. ამასთანავე, ნაკადი  სწრაფად  იზრდება – ახლა ქალაქში ყოველდღიურად 600-800 მიგრანტი შედის. მათთვის ადგილი   არსად არის და ქალაქის ხელისუფლება იძულებულია, არალეგალებს  თავშესაფრად დაუთმოს სკოლები, მოხუცთა სახლები და ფსიქიატრიული საავადმყოფოები.

ნაკლებად სავარაუდოა ლათინურ ამერიკაში ვინმეს დარწმუნება, დაეხმაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მექსიკის პრეზიდენტმა კვლავ მწვავედ გააკრიტიკა ვაშინგტონი და მოითხოვა, რომ ფული დაიხარჯოს არა უკრაინის კონფლიქტზე, არამედ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე. აშშ-ში შექმნილი ქაოსით სარგებლობს ვენესუელაც,  რომლის მიგრანტებმა თავიანთი დროშებიც კი აღმართეს ამერიკის საზღვარზე. ასეც ხომ შეიძლება   ვითარების შერყევა ამერიკის შეერთებულ შტატებში?!

ლიბერალური მეგაპოლისების ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს. ჩიკაგო მალე გაგზავნის დელეგაციას მექსიკაში, რომელიც ასევე ძალიან დააზარალა არალეგალთა ნაკადებმა.  ფედერალური ხელისუფლების  დამბლის ფონზე, ცალკეული ქალაქები და შტატები უკვე იძულებულნი არიან, დაკავდნენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკით  და დააჩქარონ აშშ-ს მთელი სახელმწიფო სისტემის დეკონსტრუქცი.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@malekdudakov/6122

                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here