Home ახალი ამბები საქართველო არა შეკოწიწებას, უნდა შედუღაბდეს!

არა შეკოწიწებას, უნდა შედუღაბდეს!

ქვიშაზე ნაგები სასახლის (დ)ეფექტი

485

რამდენიმე დღის წინათ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ _ რუსული აბრევიატურა) შეიკრიბა, რომლის შემადგენლობაში ექვსი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკაა გაერთიანებული  –  რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი,  ყაზახეთი,  ყირგიზეთი და  ტაჯიკეთი.

ამ შეხვედრაზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის  ფაქტი მოხდა –  სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ აშინიანმა სამიტის საბოლოო დაკლარაციას, აგრეთვე, ერევნისთვის დახმარების ერთობლივ ღონისძიებათა ნუსხას ხელი არ მოაწერა: “იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტები არ არის საკმარისად დამუშავებული, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მზად არ ვარ, მათ ხელი მოვაწერო”,– განაცხადა მან. ეს მოხდა 2022 წლის 23 ნოემბერს. ფაშინიანმა განმარტებაც გააკეთა: ,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (კუხო) არ აქვს  მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეფასება აზერბაიჯანის აგრესიის მიმართ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენზე დამთრგუნველად ზემოქმედებს  ის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მისვლა გადაწყვეტილებამდე,  როგორი უნდა იყოს კუხო-ს რეაქცია აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის წინააღმდეგ. ეს კუხო-ს იმიჯს დამანგრევლად ურტყამს არამხოლოდ ორგანიზაციის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”.  გამოდის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტმა, რომელიც ერევანში გაიმართა, ამ ორგანიზაციის შეუმდგარობა დაადასტურა.

ამჟამად ჩემ მიზანს არ წარმოადგენს იმის გარკვევა,  ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში მთიანი ყარაბაღის გამო.  თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმ გარემოებას,რა რთული ვითარებაა  ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების  ურთიერთობებში. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს (დღევანდელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს) შექმნილი აქვთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია (დსთ, კუხო, ევრაზიული კავშირი, საბაჟო კავშირი და სხვა), რომელთა შიგნით მათ შეუძლიათ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული და სხვა სახის ურთიერთობების ჩამოყალიბება, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი ეს ორგანიზაცია მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, ანუ ვერც ერთი სრულყოფილად ვერ მუშაობს.  რა არის ამის მიზეზი – ობიექტური თუ სუბიექტური მოვლენები, შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორები? შეკითხვა რთული და მრავალწახნაგიანია. მთავარი კი ისაა, რომ ამ რესპუბლიკებს შორის, როგორც შექსპირი იტყოდა, “დროთა კავშირი დაირღვა”. ოდესღაც საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებს (გარდა, ბელარუსისა), მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან (განსაკუთრებით, რუსეთთან) ჯერ კიდევ აკავშირებთ სუსტი ძაფები, თვალი დასავლეთისკენ უჭირავთ. რუსეთის მიზიდულობა  ამ რესპუბლიკებისთვის გაცილებით სუსტია,  ვიდრე დასავლეთისა. ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც განპირობებულია არა იმით, რომ დასავლეთისგან ისინი რეალურად უფრო მეტ სიკეთეს იღებდნენ  ( ან დღეს შეუძლიათ მიიღონ) ვიდრე რუსეთისგან, არამედ იმით, რომ დასავლეთი ახერხებს ამ რესპუბლიკებში ის  მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლებების მოყვანას, რუსეთი კი ამას ვერ ახერხებს. ამას ემატება ისიც, რომ დასავლეთი ამ რესპუბლიკებში მხოლოდ ხელისუფლებებს არ ეყრდნობა, ის დასაყრდენი ძალების მთელ თაიგულს ქმნის. ხელისუფლებასთან ერთად აფინანსებენ და აკონტროლებენ ოპოზიციას, საინფორმაციო საშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს,  ჯამში კი  საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მძლავრ მექანიზმს ქმნიან. ხალხი, ერთი მხრივ, ხედავს, რომ დასავლეთიდან სიკეთეზე მეტი ბოროტება და სისაძაგლე მოდის, მაგრამ, მეორე მხრივ, მოქცეულია იმ მასშტაბის პოლიტიკურ და საინფორმაციო  წნეხში, რომ ამ მოჯადოებული წრის გარღვევას ვერ ახერხებს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს პროდასავლური განწყობა იმ ტრენდად უქციეს, რომელსაც თავს ვერ აღწევენ. რა მიმართულებითაც უნდა სცადონ ამ ტრენდისგან გაქცევა, ყველა მიმართულებით ყრუ კედელს აწყდებიან.

ყველას და ყველაფრის მოსყიდვა აშშის მიერ კარგად აპრობირებული ფორმაა დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისა, თუმცაარა ერთადერთი. იქ,  სადაც მოქრთამვა-მოსყიდვა არ გადის (ზოგჯერ ასეც ხდება), მის არსენალში ძალადობის უმკაცრესი მექანიზმებიცაა. ესაა სამხედრო აგრესია, რომელსაც იგი ყველა კონტინენტზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყენებს (მაგალითების ჩამოთვლა, ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია). ამგვარ ვითარებაში დასავლეთის ამ აღვირახსნილობას გარე სამყაროსთან ურთიერთობაში რუსეთი კონკურენციას ვერ უწევს. საბჭოთა ნანგრევებში მოყოლილი რუსეთი, რომელიც ისტორიაში უპრეცედენტო ღალატის შემდეგ წელში ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამართულა, აშშის მიერ შემოთავაზებულ ამ ამორალურ პოლიტიკას ვერ მიიღებს და არც უნდა მიიღოს, მაგრამ მისგან განზეც ვერ გადგება, რადგან ეს ყველაფერი არამხოლოდ ეხება მას, არამედ მის წინააღმდეგ მოქმედებ. ამიტომ რუსეთი იძულებულია,  ამას წინ აღუდგეს, მაგრამ არა იმ აბსოლუტურად მიუღებელი ფორმებითა და საშუალებებით, რა ფორმებსა და საშუალებებსაც დანარჩენ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში აშშ იყენებს. აი, რაშია სირთულე. დასავლეთი თავს უფლებას აძლევს, ყველა ხერხი გამოიყენოს, რუსეთი კი საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. მეტიც, რუსეთს რეალურად იმის უფლებასაც არ უტოვებენ, რომ პარტნიორი სახელმწიფოები ჰყავდეს. რუსეთთან პარტნიორობა ისეთ ქმედებადაა გამოცხადებული, რომელიც ისჯება. მაგალითად, ბელარუსი ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში სწორედ რუსეთთან პარტნიორობის სურვილის გამო ისჯებოდა და ისჯება ხან ეკონომიკური სანქციებით, ხან საინფორმაციო ომით, ხან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, ხან ტოტალური რეჟიმის იარლიყის მიკერებით. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკელების მიერ მრავალგზის გამოყენებული . . ფერადი რევოლუციების ერთადერთ მიზანს პრორუსულ განწყობაში მხილებულ ხელისუფლებათა დამხობა და პროდასავლური ხელისუფლების მოყვანა შეადგენდა.

ასე ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც რუსეთის მიერ ინიცირებული ნებისმიერი საერთაშორისო ინიციატივა, დაწყებული დსთ-ითა და, დამთავრებული კუხო-თი, შეუმდგარი, სანახევრო ან სულაც მკვდრადშობილია.

ამ ვითარების განმაპირობებელი მეორე მიზეზი არის ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე რუსეთმა ვერ შექმნა მიმზიდველი იდეოლოგია, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა და რომელსაც ყველა აიტაცებდა. რა გამოდის? რუსეთს არც მისაღები და მიმზიდველი იდეოლოგია გააჩნია, არც მოქრთამვამოსყიდვა შეუძლია, არც ძალით დაპყრობადამონების თავი  აქვს. ამის იქით არის კიდევ სხვა მექანიზმი, ომელიც  რუსეთთან ურთიერთობას საინტერესოდ და სასურველად გადააქცევს? არის  ერთი ანგარიშგასაწევი მომენტი: დასავლეთისგან იმედგაცრუებული და განაწყენებული ქვეყნებისა და ხალხებისთვის რუსეთი, პრაქტიკულად თუ არა, თეორიულად მაინც, საიმედო თავშესაფარი და ნავსაყუდელია. საკითხავი ის არის,  როდის და რა ვითარებაში შეიძლება ეს თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს დაემთხვეს. ვფიქრობ,  ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება: თუ ყოფილი საბჭოთა ხალხები გააცნობიერებენ მათთვის იმ სავალალო მდგომარეობას, რომ აშშ ცალცალკე ყველას გადაყლაპავს (რუსეთის ჩათვლით), ანუ ამერიკის აგრესიული ექსპანსიის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას მხოლოდ გაერთიანება იძლევა, ოღონდ არა ისეთი, რის ვაივაგლახით შეკოწიწებული ერთიანობა რომ ჰქვია დსთ, საბაჟო კავშირის თუ კუხო-ს  სახით, რომელთა არსებობა იმ ქაღალდს ვერ სცდება, რომელზეც მათი იურიდიული არსებობის შესახებაა  დაწერილი. ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკათა ერთიანობა, სულ ცოტა, იმ დონეს მაინც უნდა აღწევდეს, რომელ დონეზეც არის რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო, რომლებსაც ერთი ჭირი და ერთი ლხინი აქვთ, ერთი ომი და ერთი მშვიდობა აქვთ, ერთი წარსული და ერთი მომავალი აქვთ.

შეკოწიწებული ურთიერთობების ხვედრი ყოველთვის სავალალო იყო. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა 1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟში ერთად მოაწერეს ხელი საბჭოთა კავშირის ნაცვლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ჩამოყალიბებას. უკრაინა დღემდე არ გასულა ამ ფარგლებში დადებული რამდენიმე ხელშეკრულებიდან, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის, ერთანეთს თავზე ბომბები დააყარონ. ეს იმიტომ ხდება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს არ აქვს მტკიცე იდეოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძველი, რომლის გარეშეც ნებისმიერ ხელშეკრულებას ქვიშაზე ნაგები სასახლის (დ)ეფექტი აქვს – მცირე ბიძგიც კი მიწასთან გაასწორებს.

ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს (მათ შორის, რუსეთსაც) ერთადერთი გზა რჩებათ: მტკიცე ინტეგრაციული გზა, რომელიც შეკოწიწების ნაცვლად შედუღაბებად უნდა იქცეს. ცალცალკე დარჩენის შემთხვევაში კი კრახი გარდაუვალია. ასე რომ, ჰამლეტის ის ცნობილი წამოძახილი – “დროთა კავშირი დაირღვა, წყეულმა ბედმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა” –  დღემდე აქტუალური რჩება.

ვალერი კვარაცხელია

P. S. ერევნის სამიტის შემდეგ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სისუსტე ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმაც აღიარა: “ახლა ჰიბრიდული ზემოქმედების მრავალი ფორმა არსებობსპოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციოსამწუხაროდ, კუხო ბოლომდე არ არის მზადამას წინ აღუდგესდიახ, ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ, მაგრამ აქეთ მივდივართ“.

მისასალმებელია, აქეთ თუ მიდიან, მაგრამ, როგორც ამ სტატიაში ვთქვი, შეკოწიწება აქეთ  ვერ წაგვიყვანს, შედუღაბებაა საჭირო.

თითქოს ჩემ ამ განწყობას გამოეხმაურაო, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა: “ჩინეთი და რუსეთი მრავალპოლუსიან მსოფლიოს იდეას ანვითარებენ და არ ცნობენ ერთპოლუსიან ჰეგემონიას. ჩვენ ერთად ვიცავთ საერთაშორისო ურთიერთობის იმ  სისტემას, რომლის ბირთვსაც  გაერო  წარმოადგენს“.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here