Home ახალი ამბები საქართველო ანგლოსაქასების  ჰეგემონიის  დასასრულის დასაწყისი უკრაინაში

ანგლოსაქასების  ჰეგემონიის  დასასრულის დასაწყისი უკრაინაში

მძიმე ავადობის მიუხედავად,  შეძლებისდაგვარად  განვაგრძობდი მუშაობას, მაგრამ მსოფლიოში უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო, რომელიც კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, საავადმყოფოს საწოლს მიჯაჭვული ვერ ვახერხებდი მაღალი ტემპის მიყოლას  და ხშირად  ვითარების ცვალებადობის შესაფერისი სისწრაფით მიწევდა თემიდან თემაზე „გადახტომა“. ანუ,  იძულებული ვიყავი, დაწყებული  სტატია შუა გზაზე მიმეტოვებინა და ახალი დამეწყო.  „შუა გზაზე შეწყვეტილი“ რამდენიმე  სტატია გადასაგდებად ვერ გავიმეტე და, რომ იტყვიან, „თაროზე შემოვდე“  იმ იმედით, რომ რომელიმეს   თემა, ჩემი მეტ-ნაკლებად „ჯანზე მოსვლის“ (რისი ალბათობა მეტად სათუო იყო) შემდეგაც შეინარჩუნებდა აქტუალობას  და  მათ დასრულებას შევძლებდი.

ჰოდა, ღვთის მადლით, ოდნავ ჯანზე მოსულმა, წერილები თაროდან ჩამოვიღე, მათი მთავარი თემები ერთმანეთს შევაჯერე. ამ სტატიის „შიგთავსი“ მანამდე არ დაკარგავს აქტუალურობას, სანამ ლიბერასტი კოლექტიური დასავლეთი,   ანგლოსაქსები და მართლმადიდებელი რუსეთი უკრაინაში არ დაასრულებენ მსოფლიო ჰეგემონიისთვის მრავალი წლის (დაახლოებით 4 საუკუნის) წინათ დაწყებულ ფარულ თუ აშკარა, დიპლომატიურ თუ  სისხლიან ომს.

1054 წლის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ   ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია ორად გაიყო ­- კათოლიკურ ვატიკანად (რომლის მრევლს „პაპისტებსაც“ უწოდებდნენ) და მართლმადიდებელ  ეკლესიად, ცენტრით კონსტანტინოპოლი. საქმე იქამდე გამწვავდა, რომ ორად გაყოფილი ეკლესიის  უმაღლესმა იერარქებმა – რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის  პატრიარქმა ­- ერთმანეთი დაწყევლეს. მას შემდეგ მართლმადიდებლებისათვის კათოლიციზმი ერესია  და კათოლიკებისთვის -პირიქით.

რაც შეეხება ანგლოსაქსების ჰეგემონიას, ზემოხსენებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ამაზე საუბარიც სასაცილო იყო, რადგან  შუა საუკუნეების აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰეგემონებიცა და ფაქტობრივი ბატონ-პატრონები ჩინგიზ-ყაენის, თემურლენგის, ჯალალედინის  მიერ ნახევრად ველური ტომებისგან შექმნილი იმპერიები იყვნენ. აქედან გამომდინარე ვთქვი ზემოთ, რომ ანგლოსაქსების ბრძოლა მსოფლიო ჰეგემონიისთვის  4 საუკუნის წინათ დაიწყო-მეთქი,  დედოფალ  ელისაბედ I-ის  მმართველობის პერიოდში,როცა  ბრიტანეთის იმპერიამ  ძლიერების პიკს მიაღწია. ანგლოსაქსების მეტოქე ევროპაში რუსეთის მართლმადიდებელი იმპერია გახლდათ. მიუხედავად  იმისა, რომ მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი იდეურად ერთმანეთთან  შეუთავსებელი მიმდინარეობები იყო, მათ  საერთო მაინც ჰქონდათ: კათოლიკები  იქნებოდნენ თუ ვატიკანის ფესვიდან ამონაყარი ათასი ჯურის ანგლიკანები თუ პროტესტანტები, ისინიც (როგორც მართლმადიდებლები), უწინარესად,  ქრისტიანული მორალისა და ცხოვრების წესის მიმდევარ-დამცველები იყვნენ. დღეს კი რა ხდება _ ანგლოსაქსების ტერიტორიები, აშშ-ის თამადობით,  ლგბტ პირებისთვის მიწიერი სამოთხეა; პენტაგონსა და  ნატოში ლგბტ და ტრანსგენდერი გენერლები და ასეთი  თახსირი ხალხისგან შემდგარი ბატალიონები ჰყავთ; თეთრი სახლის მთავრობაში რამდენიმე გეი–მინისტრია და ასეთი „ვაჟკაცებით“ აპირებენ ანგლოსაქსები  რუსეთის უძლეველი არმიის დამარცხებას?..

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მრავალგზის შეწყვეტილ სტატიათა ნაკრებს  მკვახე განცხადებით განვაგრძობ…

რაც დღეს  აშშ–სა და  რუსეთს შორის ხდება უკრაინაში, ყველაფერი რუსეთის ბრალია,  რადგან  ალყაში მოქცეულ მტერთან (მით უმეტეს ფაშისტებთან), თუ არ გნებდება, მოლაპარაკებებს კი არ აწარმოებენ, არამედ  ფიზიკურად ანადგურებენ!

როდესაც ანგლოსაქსების ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისზე ვსაუბრობ, მხოლოდ აშშ-ს არ ვგულისხმობ, რადგან ანგლოსაქსები და მათი ჰეგემონია, რომ იტყვიან, ვრცელი თემაა. სწორედ ამიტომ  საჭიროდ ჩავთვალე არცთუ  მცირე ისტორიული ექსკურსი.  მსოფლიო გეოპოლიტიკაში ანგლოსაქსების პოლიტიკურ-ეკონომიკურ-იდეოლოგიურ ჰეგემონიას მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც აშშ პოლიტიკურ რუკაზე არ არსებობდა, ანუ  დედოფალ ელისაბედ I-ის  მმართველობის პერიოდიდან.   „მარად ქალწული დედოფალი“_ ამ ტიტულით ელისაბედ I იმიტომ შევიდა ისტორიაში, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა ვერაფრით აიძულა ინგლისის ყველაზე წარმატებული მონარქი, ვინმეზე დაქორწინებულიყო. პარლამენტის დაჟინებული მცდელობებით თავმობეზრებულმა დედოფალმა განაცხადა: დაბადებიდან  ინგლისზე ვარ დაქორწინებული და   სხვა ქმარი არ მჭირდებაო.  სხვა სიტყვებით,  ერთპიროვნული მმართველობის  გაყოფას არ ვაპირებო, და აკი არც არავის გაუყო, თორემ ქალწული კი არა,  სიყმაწვილიდან დაწყებული,  ღრმა სიბერემდე, მის სასიყვარულო ფავორიტებს ვინ მოთვლის?! „მარად ქალწულმა“ დედოფალმა 40 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად და წარმატებით  მართა  ბრიტანეთის თვალუწვდენელი იმპერია; იმდენად თვალუწვდენელი, რომ,  ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, ინგლისის იმპერიის საზღვრებში მზე არასოდეს ჩადიოდა.  „მარად ქალწული“ დედოფლისგან განსხვავებით, მისი მამა –  მეფე ჰენრიხ VIII და ელისაბედის ნახევარდა  –  მერი კათოლიკენი  იყვნენ და  „ცივილიზებულ“ ინგლისში ათასობით პროტესტანტს ცოცხლად წვავდნენ.

მას შემდეგ, რაც რომის პაპმა ჰენრიხ VIII -ს დედოფალთან განქორწინებისა და ანა ბოლეინზე  დაქორწინების უფლება არ მისცა, ინგლისის ისტორიაში ყველაზე სასტიკმა და სისხლიანმა მეფემ  ვატიკანთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა და   დააარსა ანგლიკანური ეკლესია, რომლის პაპიც თვითონ იყო. შედეგად,  კოცონზე ცოცხლად დამწვარი პროტესტანტების   რაოდენობამ  მკვეთრად იმატა.

ჰენრიხ-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ელსაბედის ნახევარდა, დედოფალი მერი I ავიდა და  მას შემდეგ განსაკუთრებით  მოედო რელიგიური ხანძრები  ბრიტანეთის ანგლოსაქსურ კუნძულებს. მერი I-ის   ხანმოკლე მმართველობის პერიოდში მის „ანგარიშზე“ ათიათასობით ცოცხლად დამწვარი პროტესტანტი „ირიცხებოდა“. ამის გამო უწოდა ხალხმა დედოფალს „სისხლიანი მერი“ და ამ თიკუნით დაივანა ადგილი ისტორიაში… „სისხლიანმა მერიმ“  ერთი „კარგი საქმე“ მაინც გააკეთა _ დროულად შეაღო ჯოჯოხეთის კარი,  თორემ ტაუერში გამოკეტილ პრინცესა ელისაბედს ცოცხლად დაწვა თუ არა, ჯალათის ნაჯახი არ ასცდებოდა… ელისაბედის გადედოფლება (ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გამეფება) ნამდვილი სასწაული იყო. ის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინგლისის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონარქი აღმოჩნდა. მისი ხანგრძლივი მეფობის ჟამს მიაღწია ინგლისის იმპერიამ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და  სამხედრო ძლიერებას, რომელიც დაახლოებით 4 საუკუნეს გაგრძელდა… შეიძლება ითქვას, რომ  დედოფალ  ელისაბედის მიერ საფუძველჩაყრილმა  ინგლისის ანგლოსაქსურმა იმპერიამ   მოიპოვა ჰეგემონობა. სხვათა შორის, ბრიტანელები, ჰეგემონი იმპერიის შექმნასთან ერთად, ადამიანებით  ვაჭრობის „ბიზნესის“ ნოვატორებიც ყოფილან –  შავკანიანები მონების პირველი პარტია  ანგლოსაქს კოლონიზატორებს ჩაუყვანიათ აფრიკიდან ამერიკაში. ეს „ბიზნესი“ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ყვაოდა. სხვადასახვა გათვლით,  2 მილიონი „ცოცხალი საქონელი“ (ბავშვები,  ქალები) ჩაუყვანიათ აფრიკიდან ამერიკაში. ერთი ამდენი გემების ტრუმებში დაიხოცა მგზავრობის დროს  შიმშილითა და წყურვილით. და ახლა ეს თავხედი უფლებადამცველები სიტყვა „ზანგის“ ხმარებას კრძალავენ, ამ სიტყვის შემცველ ლიტერეტურას, ფილმებს ანადგურებენ. მსოფლიო გეოპოლიტიკაში ჩასაბმელად აშშ-დან ევროპაში პირველი ნახტომი ამერიკელმა ანგლოსაქსებმა პირველი მსოფლიო ომის მიწურულს ( როდესაც გამარჯვებულ-დამარცხებულთა ვინაობა უკვე ცნობილი იყო) გააკეთეს…

პირველ მსოფლიო ომში ე.წ. ანტანტის სამხედრო ბლოკის წევრები, მართლმადიდებელი რუსეთის იმპერიის გარდა, რესპუბლიკური საფრანგეთი და ანგლოსაქსური ბრიტანეთი იყვნენ. როდესაც ე.წ. ბრუსილოვის გარღვევის შემდეგ რუსეთის გამარჯვება აშკარა შეიქნა (რუსეთის არმია უკვე სტამბოლის მისადგომებთან იდგა და სავსებით რეალური ჩანდა მისი აღებით ისტორიული სამართლიანობის აღდგენა), ანტანტის წევრმა, ანუ,  წესითა და რიგით,  რუსეთის მოკავშირე ბრიტანეთმა  თებერვლის რევოლუციის, დღევანდელი ტერმინოლოგიით, ფერადი რევოლუციის მოწყობით, რუსეთს ზურგში ხანჯალი ჩასცა. რისთვისაც რუსეთში ბრიტანეთის ელჩმა, რუსეთის დროებითი მთავრობის მეთაურ ვლადიმერ კერენსკის, იმხანად ფანტასტიკური თანხა, 2 მილიონი გირვანქა სტრლინგი ხელიდან ხელში გადასცა. მოხდა წარმოუდგენელი რამ _ ანტანტის ბლოკმა, რომლის წევრი რუსეთიც იყო, გაიმარჯვა, მაგრამ გამარჯვების აღლუმზე ინგლისელებსა და ფრანგებთან  ერთად ამერიკელი ანგლოსაქსები მიაბიჯებდნენ, რომლებიც ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩართეს ომში  „ერთმრწმუნე“ ბრიტანელმა  ანგლოსაქსებმა.

ომის შემდგომ ალაფშიც, შეიძლება ითქვას, თითქმის უომრად ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭერი ამერკელ ანგლოსაქსებს ერგოთ.

მაგრამ მთავარი მაინც სხვა იყო _ „მარად ქალწული“ დედოფლის მმართველობიდან მოყოლებული  I მსოფლიო ომამდე აშშ-ბრიტანეთის ანგლოსაქსებმა, ბოლოს და ბოლოს, აისრულეს საუკუნოვანი ოცნება –  დაამარცხეს „ველური რუსეთის“ მართლმადიდებელი მონარქია, რომელიც სამოქალაქო ომის ხანძარში იწვოდა.

ყოველივე ზემოთქმულს ჩვენებურად „სხვსი ხელით ნარის გლეჯა“ ჰქვია. ეს არის კიდეც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, განსაკუთრებით სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც  ამერიკემა  ანგლოსაქსებმა მსოფლიოზე  ჰეგემონია მოიპოვეს,  მაგრამ ახლა ეს ჰეგემონია   არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის უკრაინაში…

დავით მხეიძე                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here