Home ახალი ამბები მსოფლიო ანალენა ბერბოკის პროვოკაციულმა განცხადებებმა და ქმედებებმა გერმანიას რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობები გაურთულა

ანალენა ბერბოკის პროვოკაციულმა განცხადებებმა და ქმედებებმა გერმანიას რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობები გაურთულა

გერმანიის დიპლომატიის დეგრადაცია დემოკრატიის გამო

141

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკიდურესად წარუმატებელი ფორმა შეარჩია ტაივანის გარშემო აგორებული სკანდალის ფორმულირებისას, რომლითაც ძალიან გაართულა ურთიერთობა ბერლინსა და პეკინს შორის. ბერბოკის მინისტრობის პერიოდში გერმანიის საგარეო პოლიტიკამ რაციონალურობა დაკარგა და ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს, მაგრამ ეს მხოლოდ ბერბოკის ბრალი არ არის, ეს მთელი სისტემის პრობლემაა.

გფრ-ის საგარეო პოლიტიკა დემოკრატიამ გააფუჭა. რა თქმა უნდა, არა იმ თვალსაზრისით, რომ გერმანელებს რაც დემოკრატიამდე ჰქონდათ, იმაზე უკეთესი იყო, რაც ამჟამად აქვთ. მაგრამ მასაც, რაც ამჟამად აქვთ, შეუძლია დიდ უბედურებაში ჩააგდოს გერმანელებიცა და სრულიად პლანეტაც.

პრობლემა, როგორც ეს ხშირად ხდება, უკიდურესობებშია. მაქსიმალური ინკლუზიურობა (ანუ სხვადასხვა ჯგუფისა და თვალსაზრისის წარმოდგენა) ძალაუფლებასთან ერთად ერთ ხელში _ ეს არის ის, რისკენაც მიისწრაფვოდნენ გერმანელები ომის შემდგომ, უფრო ზუსტად, რისკენ სწრაფვასაც აიძულებდნენ. მაგრამ ჯერჯერობით მაქსიმუმისთვის არ მიუღწევიათ. გფრ-ის პოლიტიკური სისტემა ეფუძნებოდა ორ პარტიას _ კონსერვატიულ ქრისტიანდემოკრატიულ კავშირს (ქდკ) _ ქრისტიანულსოციალურ კავშირსა (ქსკ) და მემარცხენე გერმანიის სოციალდემოკრატიულ პარტიას (გერმანიაში ამჟამად მოქმედ პარტიებს შორის უძველესია) და ის გაცილებით კარგად მუშაობდა. იქ თანამდებობისთვის შეუფერებელი გაცილებით ნაკლები შემთხვევითი ადამიანი ხვდებოდა.

ორპარტიულ სისტემას ხშირად აკრიტიკებენ არასაკმარისი დემოკრატიულობისთვის: რა არჩევანია ეს, თუ მხოლოდ ორი სკამის არჩევანია. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადვილი ჩამოსაყალიბებელია პასუხისმგებლიანი ხელისუფლება: ყოველთვის არის ორი მინისტრთა კაბინეტი _ მმართველი დაჩრდილოვანი”, რომელიც მზად არის მმართველის შესაცვლელად მუშაობის ხარისხის შენარჩუნებით. ასე ფუნქციობდა ასეული წლის განმავლობაში ბრიტანეთი, ასე გარდაიქმნა გერმანია ნანგრევებიდან ევროპის მთავარ ეკონომიკად. ამ სისტემაში მოხვედრილ რადიკალს შიდაპარტიულ ბრძოლაში ან აძევებენ, ან ისე “გამოიწრთობა”, რომ ცენტრისკენ ინაცვლებს, რადგან უმრავლესობა ყოველთვის ხმას აძლევს “ოქროს შუალედს”.

ოლაფ შოლცი ახალგაზრდობაში (ისევე, როგორც ახლა), გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგებში ყოფნისას, მსოფლიო კაპიტალიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, კერძოდ, ნატოს ბლოკის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ ის არავინ იყო, ახლა კი კანცლერია პლუს-მინუს ზომიერი თვალსაზრისით ეკონომიკასა და პოლიტიკაზე.

მაგრამ გერმანიაში სისტემა ისე აღარ მუშაობს, როგორც ადრე. როდესაც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეეძლო მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება მხოლოდ თავისი რიგებიდან. ახლა საქმე გაცილებით რთულადაა: ორ ტრადიციულ მოთამაშეზე გულაცრუებულმა გერმანელებმა ხმის მიცემა დაიწყეს ეგზოტიკისთვის _ ისინი ირჩევენ ძალებს, რომლებსაც ადრე არაფერზე ჰქონიათ პრეტენზია გამარჯვებულის მცირეგავლენიანი პარტნიორის სტატუსის (ქდკქსკ გამარჯვებისას ამ როლს ხშირად ირგებდა გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია) გარდა.

როდესაც ეს რეგიონულ დონეზე ხდებოდა, პრობლემა არ იქმნებოდა, ფედერალრ დონეზე კი, სადაც პასუხისმგებლობის სფეროში შედის საგარეო პოლიტიკა, ეს პრობლემად იქცა. პატარა პარტიების მზარდი პოპულარობის გამო ამომრჩეველთა ხმები გაიფანტა და არც ქდკქსკ, არც გსდპ ქვეყნის ერთპიროვნულად მართვა აღარ შეუძლიათ.

ქვეყნისთვის საუკეთესო შემთხვევაში ისინი ქმნიდნენ ე.წ. დიდ კოალიციას _ არაბუნებრივ ალიანსს მუდმივი მოკავშირეებისა, რომლებსაც, ყველაფრის მიუხედავად, აერთიანებდათ პასუხისმგებლობა და ზომიერება მიდგომებში. უარეს შემთხვევაში (და ასეა ამჟამინდელში) საჭირო იყო კავშირი რომელიმე პატარა პარტიასთან, ჯერ კიდევ გუშინ _ არაგავლენიან და თითქმის ექსტრემისტულთან. გერმანიის კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის პარტიამწვანეები”, რომლის ელექტორატის ბირთვს შეადგენენ რადიკალი ახალგაზრდები, სხვადასხვა უმცირესობა და ფემინისტები.

ორი დიდი “არასისტემური” ძალა _ ალტერნატივა გერმანიისთვის და მემარცხენეები_ ჯერჯერობით მიუღებლად არის გამოცხადებული (ახლა განსაკუთრებით, მათი, როგორც მიიჩნევენ, “პრორუსული” განწყობების გამო). აი ნატოს იდეოლოგიზებული ფანატებისთვის _ “მწვანეებისთვისხელისუფლებისკენ გზა ხსნილია, მათ გარეშე ხელისუფლება მათემატიკურად ვერ ჩამოალიბდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის რადიკალიზმში ეს პარტია საკმაოდ შორს წავიდა, თანაცმემარცხენეებისადაალტერნატივა გერმანიისგანგანსხვავებული მიმართულებით.

თუ პორტფელების განაწილებისას “პარტნიორის” სტატუსის მქონე პატარა პარტიებს მცირე მნიშვნელობის სამინისტროები ერგებოდათ ხოლმე, მაგალითად, ეკოლოგიის, და ისინიც იბრძოდნენ ხორცის წარმოების შესამცირებლად და წიწილების უფლებების დასაცავად… მაგრამ გფრში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, პარტნიორს ერგება არა მხოლოდ ვიცეპრემიერის, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც. სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებშიც ხელისუფლება მიდის იძულებით კოალიციაზე რადიკალურ პარტიებთან, რადიკალები ფიქრსაც ვერ გაბედავენ საგარეო პოლიტიკის გაკონტროლებაზე, გერმანიაში კი ასე არ არის.

1990-იან წლებში “მწვანეების” ლიდერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა მშვიდობისმოყვარე გერჰარდ შრედერი კოსოვოს ავანტიურასა და იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაითრია.

2022-შიმწვანეებისლიდერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობა შესაძლებელზე უარესი ყოფილიყო, გერმანიის ეკონომიკური ზარალი კი _ წარმოუდგენლად დიდი, მაგრამ ქალბატონ ანალენას ეს ცოტა მოეჩვენა. მან გადაწყვიტა, აშშისა და ჩინეთის კონფლიქტზე კომენტარი ტაივანზე ნენსი პელოსის ვიზიტის კონტექსტში გაეკეთებინა, თანაც პეკინისთვის მაქსიმალურად პროვოკაციული მეთოდით.

უწინარესად, განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში მხარს ტაივანს დაუჭერდა, ანუ წინასწარ განაცხადა, რომ მზად არის, ჩაებას, სულ ცოტა, პროქსი-ომში  (ორი ქვეყნის ომი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე _ გ.გ.) კიდევ ერთ ბირთვულ სახელმწიფოსთან, რუსეთის გარდა.

მეორე _ ჩინეთსა და ტაივანს მეზობლები უწოდა, თითქოს ლაპარაკია ორ სხვადასხვა სახელმწიფოზე, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიისთვის ოფიციალურად ასე არ არის. ეს ის შემთხვევაა, როცა გერმანული დიპლომატიის მეთაურმა ხელიდან გაუშვა დუმილის შესაძლებლობა. მასში აქტივისტი ჯაბნის პოლიტიკოსს.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელს კი ამ თემაზე ლაპარაკისას  სიტყვები თითქოს მარწუხებით ამოჰგლიჯეს. თვით ლიზ ტრასმაც კი, ბრიტანეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა და პრემიერმინისტრის პოსტის კანდიდატმა, ტაივანის მხარდაჭერის შესახებ კითხვას მაქსიმალურად ფრთხილად უპასუხა, თუმცა მტკიცედ განაცხადა, რომ იქ გაფრენას არ აპირებს, რადგან არ სურს პეკინის უმიზნოდ გაღიზიანება. ამ დროს კი მისი გერმანელი კოლეგა ბერბოკი ნებაყოფლობით მიძვრება სხვის, ამერიკაჩინეთის კონფლიქტში, და ართულებს გერმანიის ურთიერთობას ჩინეთთან, რომელიც ამჟამად კარგია. ეს კარგი ურთიერთობა გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, თუკი არ სურს ორ ფრონტზე ბრძოლა _ რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, რომელთანაც ჯერ კიდევ გუშინ სარგებელს ითვლიდა “აბრეშუმის გზის” პროექტიდან, მაგრამ ბერბოკს რატომღაც სურს ორ ფრონტზე ბრძოლა და მას ბედი სწყალობს, რომ ეს ჯერჯერობით არ სურს ჩინეთს.

პეკინმა გააფრთხილა გერმანია რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრის გამონათქვამებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება, მაგრამ ურთიერთობა არ გაუმწვავებია და იმედი გამოთქვა, რომ გერმანელები “სწორ პოზიციას” დაიკავებენ ტაივანის მიმართ.

პოზიცია, რომელიც გულისხმობს სხვის კონფლიქტში ჩაურევლობას, გერმანიას, ალბათ, ექნება, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური სქემები, რომლებითაც ასეთი პოლიტიკა დომინანტური იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინიტროში, რომელსაც ახლა არაკვალიფიციური და შემთხვევითი ადამიანები მართავენ.

რუსეთისთვის კი ვითარება წარმატებით ვითარდება, რუსეთი დაინტერესებულია, ჩინეთი კონფრონტაციაში იყოს არა მხოლოდ აშშ-სა და იაპონიასთან, არამედ სრულიად დასავლეთთან, რადგან თვითონ არის მათთან დაპირისპირებული. თუმცა რუსეთის შემთხვევაში შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, გერმანიის დიპლომატიას კვალიფიციური ადამიანები რომ ხელმძღვანელობდნენ.

როდესაც გრეტა ტუნბერგი გაიზრდება და ძალაუფლება მისი თაობის აქტივისტებს გადაეცემათ, ანალენა ბერბოკის ეპოქა ბევრს რაციონალურობის, თავშეკავებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის დროებად შეიძლება მოეჩვენოს. დღეს კი “მწვანე მინისტრი” ბირთვული ცეცხლიდან უმიზნოდ ათრევს ქვანახშირს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://vz.ru/politics/2022/8/6/1171130.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here