Al Jazeera-ს ჟურნალისტი სააკაშვილს: უკრაინაში თქვენი პარტიის რეიტინგი ერთი პროცენტი იყო

1643

უკრაინის პოლიტიკურ სპექტრს ცვლილება და განახლება სჭირდება, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Al Jazeera-ს ჟურნალისტის მეჰდი ჰასანის გადაცემაში – UpFront სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა სააკაშვილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევა შეახსენა და აღნიშნა, რომ ყოველი ოთხი ადამიანიდან სამი სააკაშვილის მიმართ არაკეთილგანწყობილია.

სააკაშვილიიგივე კვლევის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი კიდევ უფრო არაპოპულარულია. თუ კვლევის შედეგებს შევხედავთ, ყველა უკრაინელ პოლიტიკოსს ცუდი მაჩვენებელი აქვს. ეს გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით.

წამყვანი: გასული წლის ბოლოს თქვენი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ რეიტინგი მხოლოდ ერთი პროცენტი იყო – ერთი პროცენტი!

სააკაშვილიერთსა და 7-8 პროცენტს შორის, ეს დამოკიდებული კვლევაზე. პრეზიდენტის პარტიის შედეგები ბევრად უკეთესად არ გამოიყურება. პრობლემა ის არის, რომ უკრაინის პოლიტიკურ სპექტრს ცვლილება და განახლება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. მე მოდერნიზებული, დემოკრატიული, ევროპული, კორუფციისგან თავისუფალი და ოლიგარქებისგან თავისუფალი ეკონომიკის მქონე უკრაინის იდეას ვუჭერ მხარს.

პირველი არხი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here