Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: ქვეყანაში ლომბარდები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან

თამარ კიკნაძე: ქვეყანაში ლომბარდები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან

988

პოლიტოლოგ თამარ კიკნაძეს აშფოთებს  საქართველოში  დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა,  ის ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ ესაუბრა პოლიტოლოგ თამარ კიკნაძეს.

,,საქართველოში  ისეთი მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა, რომ მოსახლეობის დიდ  ნაწილს საქორწინო ბეჭდებიც კი გაყიდული ან დალომბადებული აქვთ.  ფაქტობრივად,  ,,ნაციონალურმა მოაძრაობამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ  ქართველი ხალხი  მასობრივად გაეკოტრებინა, თუმცა ვერც ახალი მთავრობა ახერხებს  მდგრადი ეკონომიკის  ამოქმედებას.

ქვეყანაში მომრავლდა ლომბარდები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, აღარ ვსაუბრობ  ბანკებზე, რომლებიც ჩვენს  ხარჯზე  მდიდრდებიან.  არ ტრიალებს ფული,  რის გამოც ბიზნესის დაწყება არახელსაყრელია. ამ დროს სახელწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქს უთანაბრდება, რაც პოზიტიური განცხადების გაკეთების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. მოცემულ  სიტუაციას, რომელიც  უფრო და უფრო მძიმდება, ხელისუფლება არ ან ვერ აცნობიერებს.  კი ბატონო, საბიუჯეტო ორგანიზაციების ოპტიმატიზაცია ხარჯებს  ამცირებს, მაგრამ დათხოვნილი ადამიანების ხარჯზე უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება.

ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვაზე და ტურიზმის განვითარებაზე კი გვესაუბრება,  მაგრამ  ტურიზმი იმ შემთხვევაშია კარგი, როცა  ადგილობრივი წარმოებაც  განვითარებულია.  ქვეყანაში რადიკალური ღონისძიებების  განხორციელებაა საჭირო, რომელიც მთელ  რიგ კომპლექსებს მოიცავს, მათ შორის ადამიანთა სწორ აღზრდასა და სოციალიზაციას.  დღეს საზოგადოება არა მარტო მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაშია, არამედ საყოველთაო დეპრესიაშიცაა“. – აცხადებს თამარ კიკნაძე.

 

 

ეკა ზარნაძე

1 COMMENT

  1. იქნებ იმ ქვეყნების ჩამონათვალი გვითხრას სადაც ბანკები და ლომბარდები ხალხის ხარჯზე არ მდიდრდებიან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here