Home რუბრიკები სამართალი გურამ ჯაშს თავს დაესხნენ – მსახიობს ტრეპანაცია ჩაუტარდა

გურამ ჯაშს თავს დაესხნენ – მსახიობს ტრეპანაცია ჩაუტარდა

1427

მსახიობი გურამ ჯაში გუშინ საღამოს დააყაჩაღეს. დამნაშავეებმა მას თავის არეში რამდენჯერმე ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც მსახიობს ოპერაცია დასჭირდა.

მას ინგოროყვას კლინიკაში ტრეპანაცია ჩაუტარდა. გურამ ჯაშს საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი და თავზე დიდი ზომის ჰემატომა აღენიშნებოდა.

ექიმი-რეანიმატოლოგი კონსტანტინე მუმლაძე აცხადებს, რომ გურამ ჯაშის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში დამაკმაყოფილებელია და მსახიობი ახლა რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.

მსახიობს დამნაშავეები მშრალ ხიდზე დაესხნენ თავს. წაართვეს ტელეფონი, გასაღები და სავარაუდოდ, ქურთუკის წართმევასაც ცდილობდნენ. გურამ ჯაშის დედა ამბობს, რომ მსახიობი მასთან მივიდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

„მე ბედნიერი, ვარ რომ გასაღები წაიღო იმ კაცმა, რომ ჩემი შვილი ჩემს კართან მოვიდა და მე ამას შევესწარი, თორემ გასაღები რომ მას ჰქონოდა, შევიდოდა და შვილი დამეღუპებოდა. უკნიდან ჩაურტყამთ, თანხა იყო თუ რაც იყო ყველაფერი წაიღეს. ეტყობა ქურქის გახდა უნდოდათ და მოგლეჯილია სახელო,“ – ყვება ციცო სარაჯიშვილი.

გამოძიებას გურამ ჯაში ჯერ არ დაუკითხავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here