Home რუბრიკები პოლიტიკა მევლუთ ჩავუშოღლუ: ანკარა არ აპირებს ტერორიზმთან ბრძოლაში უკან დახევას

მევლუთ ჩავუშოღლუ: ანკარა არ აპირებს ტერორიზმთან ბრძოლაში უკან დახევას

495

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ტერორიზმის საფრთხეს უკვე გლობალური ხასიათი აქვს, რომლის უგულვებელყოფა არ შეიძლება. 

„არ შეიძლება სხვების ტანჯვის იგნორირება მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს თქვენ არ ხართ ტერორისტული აქტების ობიექტი. ტერორისტებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება დაუშვებელია“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, ანგელა მერკელის ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ხელისუფლებამ ბერლინს მოსთხოვა ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერების გადმოცემა.

„მსგავსი მოთხოვნების გახმოვანება თურქეთის კანონიერი უფლებაა. ტერორიზმთან ბრძოლაში გაჩერება არ შეიძლება“, – დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here