Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი კუპრაძე: პალიტრა ჰოლდინგი არის მედია მაგნატი და ბინძური დეზინფორმაციით ცდილობს აუდიტორია#115-ის...

ირაკლი კუპრაძე: პალიტრა ჰოლდინგი არის მედია მაგნატი და ბინძური დეზინფორმაციით ცდილობს აუდიტორია#115-ის გაშავებას!

1534

აუდიტორია 115-ის წევრი და ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც პალიტრა ჰოლდინგს ბრალს სდებს დეზინფორმატორულ საქმიანობაში. ასევე სტატუსს თან ურთავს იმ ინტერნეტ პორტალთა სიას, რომელთა ლობისტი სწორედ პალიტრა ჰოლდინგია.

„ბიბლუსის თანამშრომლებისადმი სოლიდარობა საკმაოდ ძვირი გვიჯდება, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ბიბლუსის მფლობელი პალიტრა ჰოლდინგი არის მედია მაგნატი და ბინძური დეზინფორმაციით ცდილობს აუდიტორია#115-ის გაშავებას, პროვოკაციული სათაურებით და მარტივი ტყუილებით. ეს არის არა მხოლოდ მედია მაგნატი, არამედ დეზინფორმატორი და ექპლუატატორი ბიზნესის მფარველი, რომელიც მაქინაციებით და ტყუილებით ცდილობს ზეწოლას, საპროტესტო მუხტის შემცირებას.

თუ ის გაინტერესებთ რატომ დეზინფორმაცია ?! გადახედეთ პალიტრას საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციებს და შემდეგ გადახედეთ საოგადოებრივი მაუწყებლის, ნეტგაზეთის, ლიბერალის მიერ ბიბლუსის გუშინდელი მოვლენების გაშუქებას, სტატიის სათაურებს და პასუხსაც მიიღებთ.

პალიტრა ჰოლდინგი ეკუთვნის ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ბღუჯა-ქუმსიშვილს.

თუ გაინტერსებთ რატომ მედია მაგნატი ?! ქვემოთ ჩამოთვლილ საშუალებებს გადახედეთ.

– პალიტრა ჰოლდინგს ეკუთვნის 15 ინტერნეტ პორტალი:

1) interpressnews.ge

2) Bpn.ge

3) Allnews.ge

4) Kvirispalitra.ge

5) Ambebi.ge

6) Palitratv.ge

7) Georgianjournal.ge

8) Marao.ge

9) Gemrielia.ge

10) Beaumonde.ge

11) Shin.ge

12) Reitingi.ge

13) Zooclub.ge

14) Sportall.ge

15) Autobild.ge

– პალიტრა ჰოლდინგს აქვს ორი ტიპის მაუწყებლობა.

16) ახალი ამბების ტელევიზია. “პალიტრა news”

17) საინფორმაციო-მუსიკალური რადიო „პალიტრა“

– პალიტრა ფლობს ელექტრონული კომერციის რამდენიმე პორტალს

18) HOTSALE.GE

19) PALPAY.GE

20) SAQME.GE

21) READERSLAND.GE

– წიგნების გამოცემისა და გავრცელების სერვისები

22) პალიტრა L

23) ბიბლუსი

24) ელვა.ge

25) ელვა სერვისი

26) ელვა მარკეტი

27) წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება

– სარეკლამო სააგენტო

28) adline.ge

– ბეჭდური მომსახურება

29) კოლორი

30) კოლორპაკი

31) პრინტარეა

– ბეჭდური მედია გამოცემები

32) კვირის პალიტრა

33) სიტყვა და საქმე

34) გზა

35) Top რეიტინგი

36) ბომონდი

37) გემრიელი

38) შინ

39) ლელო

40) ლელო week

41) ისტორიანი

42) ოჯახის მკურნალი

43) AUTO BILD საქართველო

44) არსენალი

45) კროსვორდების კარუსელი

46) საბავშვო კარუსელი

47) კარიბჭე

აუდიტორია 115-ის წევრი ირაკლი კუპრაძე ირწმუნება, რომ ეს ზუსტი მონაცემებია და ვისაც ეჭვი გაუჩნდება მის ავთენტურობაში შეუძლიათ ინფორმაცია პალიტრა მედიის ოფიციალურ საიტზე მოიძიონ. კუპრაძე ასევე პასუხობს ოპონენტების ბრალდებებს, თითქოს ისინი შევარდნენ ბიბლუსის ერთ-ერთ ფილიალში.

„სად ნახეთ შევარდნა ? თქვენც იმავე დეზინფორმაციის მსხვერპლი ხართ.

1) აუდიტორია115-ის გვერდზე იმიტომ, რომ არ მიგვეცა პროვოკატორებისტვის და დეზინფორმატორებისთვის, საშუალება რომ არასწორი ინტერპრეტაცია მიეცათ მომხდარისთვის ჩავრთეთ ლაივი და გამოსვლის წამამდე უწყვეტ მაუწყებლობაში ვიყავით

2) ჩვენ შევედით ბიბლუსის მაღაზიაში სამუშაო დროს, კომერციულ მაღაზიაში სამუშაო დროს და შესასვლელში არც დაცვას გაუწევია წინააღმდეგობა, იმიტომ რომ უბრალოდ შევდიოდით.

3) შევედით და მივედით მხოლოდ ერთ მაგიდასთან, სადაც ისხდა ხელმძღვანელობა. ჩვენ გვქონდა მათთან შეკითხვები და გვჭირდებოდა პასუხები. გვინდოდა ჩვენი პოზიციის გახმოვანება.

4) ზარალზე და ზიანზე აპელირება არის ტყუილი, უნამუსობა და დემაგოგია. დახლებთან ხალხი იდგა და ყიდულობდა რაც უნდოდა. საკასო დახლთან არავინ მისულა და მისი პიკეტირება არავის დაუწყია. გაყიდვის პროცესი წამითაც კი არ შეჩერებულა. არ დაზიანებულა ერთი ნამცეციც კი.

5) აპელირება იმაზე რომ კერძო სივრცე იყო და უნდა დგავეტოვებინა იყო დისკრიმინაციული და ფაშისტური. როგორც უნდა განსაზღვროს კომერიციული მაღაზიის ხელმძღვანელობამ სამუშაო საათებში ვინ შემოვიდეს მაღაზიაში და ვინ არა.

ანუ ვინც ბიბლუსის დასაქმების ექსპლუატატორული პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად ვართ განწყობილები ისინი არ უნდა შევიდეთ ბიბლუსში?! ამას ფაშიზმი და დისკრიმინაცია ქვია.

შეეშვით დეზინფორმაციას და შესვლას შესვლა დაარქვით და შეჭრას, შეჭრა. როცა მეექვსე კორპუსში შევიჭერით და ასეც დაიწერა იქ რატომ არ გაგვიჩნდა პრეტენზია ? იმიტომ რომ ასე იყო და პასუხიმგებლობას არ გავურბით არაკაცებისგან განსხვავებით, მაგრამ ამ შემთხვევაში უსამართლობას არ გავატარებთ და ყველა დეზინფორმატორ ლობისტ გამოცემას პასუხის გაცემა მოუწევს იმ უნამუსობაზე რაც იწერება“. – ამბობს კუპრაძე კომენტარში. 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here