Home რუბრიკები პოლიტიკა მამა ლევანი: მეუფე პეტრე იყო სააკაშვილის სიამის კატა!

მამა ლევანი: მეუფე პეტრე იყო სააკაშვილის სიამის კატა!

957

გადაცემა “პრიორიტეტის“ ეთერში მამა ლევან ფირცხალაიშვილმა მწვავედ გააქილიკა მეუფე პეტრე და მას იუდა ისკარიოტელი უწოდა.

„ მე ადრე მაგასთან მქონდა კამათი და ვუთხარი, რომ შენ ხართქო იუდა ისკარიოტელის პოზიციაზეთქო და ამას დიდი შეშფოთება მოყვა ადრე მაშინ… როგორ აკადრაო მღვდელმაო მაგასო მაგრამ.. მეცოდება ეხა მე მაგი რათქმაუნდა მაგრამ..  ახლა კაცი, რომელიც ეკლესიას ამხელს და მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იყო სააკაშვილის სიამის კატა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.. სააკაშვილის და მისი ცოლის და მისი კლანის სიამის კატა… ესეთი კაცი  პატივსაცემ სასულიერო პირებზე „ოქროსთევზს“ ამბობს და თვითონ აი ამ მოვლენაში უკვე ისე გახარებულია.. ნახეთ მისი სახე…  ისე გრძნობს თავს, როგორც წყალში ოქროს თევზი.. გესმით? და მემგონია, რომ საგამოძიებო მოხელეები ამ ამბავს მიხვდებოდნენ თვითონ და საიდან მოდის ეს ამბავი.. საიდან მოუწყვეს ეს ამბავი მამა გიორგის..

მე ყველაფერ ამას ვამბობ ტელევიზიიდან გამოტანილი ანალიზის შედეგად. მე ვიღაცეებს ბრალს კი არ ვდებ, ეს ყველაფერი ანალიზის შედეგია. დაპირისპირება სვეტიცხოვლის დღესასწაულზე მოხდა და სუფრაზე წალაპარაკება მოგვივიდა გარკვეულ თემაზე და არც მოველოდი ამას. მე მაგისთვის წამოსაძახებლადაც არ მინდოდა იმიტომ, რომ შეიძლება ზოგიერთი სასულიერო პირი რომელიღაცა პოლიტიკურ მოძრაობას მხარს უჭერდეს მაგრამ მე ამის გამო მის სულიერებას არ ვაყენებ შეურაცყოფას, თუმცა აქეთ გადმოვიდა ჩემსკენ შეურაცყოფით და მე ვუთხარი: ბიჭო შენ ხარ იუდა ისკარიოტელიმეთქი. იმიტომ რომ მთელი მისი ცხოვრება, მთელი სააკაშვილის პერიოდი ეს იყო სააკაშვილის სიამის კატა, ეს არ უშვებდა მღვდლებს იქ, რომ ექადაგათ, რომ არასწორად იქცევა სააკაშვილი.. და ეხლა რომ რა გვარია … მე ვიცნობდი მას (სულხან მოლაშვილს).. პატიმრობაში ვნახე და ახლა რომ ქომაგად დაუდგა იმას ეს მართლა მოლანასტრედინი.. თუ მართლა კაცი იყო (მეუფე პეტრე)  სააკაშვილს რატომ არ უთხრა, სააკაშვილის ბოგინობის ჟამი რომ იყო სააკაშვილს რატომ არ უთხრა, რომ ესე ექცეოდნენ მას (სულხან მოლაშვილს). და ახლა გამოიყვანა ისე ეს ამბავი თითქოს ჩვენ იქ.. მოლაშვილის სახლში გვქონდა გახსნილი ბარდელი.. გესმით ეს ნაძირალა რეებს ლაპარაკობს?! გესმით რას აკეთებს ეს ნაძირალა?! აი თქვენს ბაღნობაში თუ გაქვთ წაკითხული მოლა ნასტრედინი (სატირული ჟანრის გაზეთი, 25 წელი გამოდიოდა თბილისსა და ბაქოში).. აი შეხედეთ სახეზე.. ბლესკი აქ პირდაპირ! ბლესკი! მწუხარების არანაირი ნატამალი არ ატყვია!!! ბლესკი აქვს! სატანური ანგელოზებრივი ბლესკი!!“ – განაცხადა მამა ლევან ფირცხალაიშვილმა გადაცემა “პრიორიტეტის“ ეთერში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here