Home რუბრიკები პოლიტიკა სენატორი მაკეინი _ დიდი საფრთხის წყარო აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის

სენატორი მაკეინი _ დიდი საფრთხის წყარო აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის

563

დონალდ ტრამპი: სწორედ მაკეინისნაირების გამოა მსოფლიოში ქაოსი

კატონის ინსტიტუტის აზრით, ოდიოზური ამერიკელი პოლიტიკოსის მოქმედება საგარეოპოლიტიკურ არენაზე დესტრუქციულია.

ლტოლვილების საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრმა სატელეფონო საუბარმა ავსტრალიის პრემიერმინისტრ მალკოლმ ტერენბულთან აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ყველგანმყოფი ექსპერტის, სენატორ ჯონ მაკეინის მწვავე რეაქცია გამოიწვია. მაკეინი დაუკავშირდა ავსტრალიის ელჩს ვაშინგტონში, რათა დაერწმუნებინა, რომ ამერიკა ერთგულია აშშ-ავსტრალიის ალიანსის მიმართ.

სენატორმა ამით შეტყობინება გაუგზავნა ოფიციალურ კანბერას, რომ ტრამპი და მისი მოქმედებები სერიოზულად არ უნდა აღიქვას. მაკეინმა თავი წარმოაჩინა, როგორც ამერიკის პრეზიდენტის აჩრდილმა, რომელსაც აქვს უფლება და ვალდებულება, არჩეული პრეზიდენტის გვერდის ავლით განავითაროს ურთიერთობები უცხო ქვეყნების მთავრობებთან.

მაკკეინის მოქმედება სრულიად უადგილო იყო. კონსტიტუცია პრეზიდენტსა და მის მიერ დანიშნულ მაღალჩინოსნებს უფლებას აძლევს, განახორციელოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. სენატორებს კი უფლება არ აქვთ, თავიანთ უფლებამოსილებას გადაამეტონ, როდესაც უცხო ქვეყნების ლიდერებთან უშტატო დიპლომატის გზას დაადგებიან. მიუხედავად ამისა, სახელდობრ, ასე მოიქცა მაკეინი. სამწუხაროდ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან თავი გამოიჩინა დესტრუქციული ქმედებით. ნამსახურობის სია სენატორს წარმოაჩენს, როგორც აბეზარ, ზოგჯერ კი სახიფათო პოლიტიკოსად, რომლის მოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია. მაგალითად, უკრაინაში პოლიტიკური კრიზისისას, 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში, მაკეინი კიევში ჩავიდა, რათა მხარი დაეჭირა მთავრობის საწინააღმდეგოდ განწყობილი დემონსტრანტების მისწრაფებისთვის, დაემხოთ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე (2016 წ.). ის არწმუნებდა მომიტინგეებს, რომ ამერიკა მათ მხარეს იყო. ანალოგიური ჩარევით გამოიჩინა თავი მაკეინმა სირიის ომშიც. 2013 წლის მაისში ის შეხვდა ე.წ. ზომიერ ამბოხებულებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობას ცდილობდნენ, და არწმუნებდა მათი საქმისადმი ამერიკის სოლიდარობაში. ეს უადგილო ნაბიჯი მაკეინმა იმ მომენტში გადადგა, როდესაც ობამას ადმინისტრაცია შიშობდა, აშშ არ ჩაეთრიათ კიდევ ერთ სისხლიან დაპირისპირებაში და ცდილობდა, შეეზღუდა ქვეყნის ჩარევა სირიის კონფლიქტში.

მაკეინის მოქმედებებმა გაართულა აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა, მაგრამ სენატორმა ვერ აღიქვა რეალობა, რომ სირიაში ამბოხებულთა შორის ძალიან ცოტაა ნამდვილად ზომიერი. მათი დიდი ნაწილი ისლამისტია, რომლებიც ზომიერი მებრძოლების ნიღბით მოქმედებენ, რათა დასავლეთის მიმნდობი მცხოვრებლების მხარდაჭერა მოიპოვონ. როგორც ჩანს, მაკეინი მაინც ვერ გაერკვია, სინამდვილეში ვინ არიან მათი სირიელი თანამოსაუბრეები.

მაკეინი, რომელსაც საშინელი რეპუტაცია აქვს, სჯობს, დაუბრუნდეს სენატორის უფლება-მოვალეობების შესრულებას და შეეშვას პრეზიდენტის ან სახელმწიფო მდივნის აჩრდილად თავის წარმოჩენას. მისი მკვეთრად გამოხატული საომარი განწყობილებისა და ჩაფლავებისთვის განწირული საგარეო-პოლიტიკური ინიციატივების (დაწყებული დამღუპველი ომით ირანთან და დამთავრებული ახალი ცივი ომით რუსეთთან), ციებ-ცხელებიანივით ლობირების გათვალისწინებით, ყველა დაინტერესებული მხარისთვის აჯობებს, თუ ის საშინაო საკითხებზე იქნება კონცენტრირებული.

The Cato Institute

P.S. “სწორედ მაკეინისნაირების გამოა მსოფლიოში ქაოსი”, _ ასე უპასუხა თანაპარტიელ სენატორს აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც გააღიზიანა მაკეინის განცხადებამ იემენში ამერიკის სპეცსამსახურების წარუმატებელ სპეცოპერაციაზე. ამ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას  ამერიკის სპცეცსამსახურების მეთაური რაიან ოუენსი დაიღუპა.

ყოველთვის აგებს მაკეინი, გადაეჩვია გამარჯვებას. სულ ცდილობს, მხოლოდ ჩემი მოწინააღმდეგე შეაქოს. სწორედ მაკეინისნაირების გამოა ქაოსი ყველგან”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა

1 COMMENT

  1. ეს კაცი ბავშვობიდან მკვლელია, რამდენი ადამიანი ჰყავს გჟლეტილი მსოფლიოში, განსაკუთრებით ვიეტნამში.მათთან ომის დროს ის დაიწვა (ნახეთ სახე რას უგავს), თუმცა სამწუხაროა, რომ გადარჩა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here