Home რუბრიკები პოლიტიკა მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი – რა ხდება ისრაელის სასაზღვარზე

მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი – რა ხდება ისრაელის სასაზღვარზე

668

საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ 28 იანვარს ისრაელში ჩასული ოცდაათამდე ქართველი მგზავრის უფლებები დაირღვა, მეტიც, მათ სამი დღით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან.

იურისტი, შშმ ბავშვთა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “ნათელი მომავლის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი მარიამ მენაბდიშვილი ისრაელის მესაზღვრეებს უკანონო დაკავებასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ისრაელში დაგეგმილი ჰქონდა საქმიანი შეხვედრა, რომელიც შშმ ბავშვებისთვის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას ეხებოდა.

მარიამ მენაბდიშვილი:

– როდესაც სალაროში პასპორტი მივაწოდე, ბილეთი და დაზღვევა მომთხოვეს. ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, მაგრამ ერთი საათი მაინც ოთახში მაცდევინეს. შეფერხების მიზეზის განმარტებას ვითხოვდი, მითხრეს, რომ უნდა მელაპარაკა მხოლოდ ივრითზე. ამის შემდეგ შემიყვანეს სხვა ოთახში, სახესთან ახლოს კამერა მომიტანეს და მითხრეს, მეთქვა, რა მიზნით ვიყავი ჩასული ისრაელში. შეამოწმეს ჩემი დოკუმენტაცია და ნახეს, რომ ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. არ მიჯერებდნენ, რომ ისრაელში სამუშაოდ არ მივდიოდი. ავუხსენი, რომ ამის მიზეზი არ მქონდა, რომ საქართველოში მაქვს ბინები, არ ვარ დევნილი, მყავს მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე, რომელსაც აქვს სამსახური და მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი, მოსამსახურე და უნდა დავეგდო იქ, სადაც მიმითითებენ. შემდეგ ჩამომართვეს საფულე, რომელშიც 1.000 დოლარი მედო, ამიხვიეს თვალები, სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად ჩამსვეს ავტომანქანაში, ჩამოგვართვეს მობილურები…

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here