
ფლამანვილში, ლა–მანშის სანაპიროზე, ფრანგულ ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების ხმა გაისმა.
აფეთქება მოხდა ელექტროსადგურის სამანქანო დარბაზში. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ქარხანაში მუშაობენ სახანძრო ბრიგადები. ჯერჯერობით ელექტროსადგურზე არ არსებობს `ატომური ზონის~ შექმნის საშიშროება.






