სკანდალური საიტის, ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი აშშ-ში ექსტრადიციაზე უარს ამბობს თუ არ მოხდება მისი პირობების შესრულება. ასანჟმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას შეეწყალებინათ ჩელსი მენინგი, მაგრამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. ინფორმიაციას ამის შესახებ ავრცელებს „ვაშინგტონ პოსტი“.
დაცვის მხარის განმარტებით, ვაშინგტონს პირობა ბოლომდე არ შეუსრულებია, რის გამოც ასანჟი ექსტრადიციას არ დათანხმდება. იმის გამო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყოფილი მებრძოლის შეწყალებაზე უარი განაცხადა ვითარება გართულდა. როგორც ვიკილიკსის დამფუძნებელი ამბობდა, ექსტრადიციას ის იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ ამერიკის ხელისუფლება მის ინფორმატორს, ჩელსი მენინგს შეიწყალებდა. პრეზიდენტმა ობამამ მენინგს პატიმრობა 2017 წლის გაზაფხულამდე შეუმცირა, თუმცა ასანჟი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
წყარო: versia.ru