Home რუბრიკები პოლიტიკა “NBC News”: ზბიგნევ ბჟეზინსკი – ტრამპის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს

“NBC News”: ზბიგნევ ბჟეზინსკი – ტრამპის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს

584

ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უშიშროების საკითხებში _ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. 

“ახლადარჩეული პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა ნეგატიურ რეაქციას იწვევს, მაგრამ რუსეთი უკვე აღარ არის კომუნისტური ქვეყანა, ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია დაეხმაროს მას, გახდეს მსოფლიოს თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრი”. ბჟეზინსკის აზრით, რუსეთი განაწყენებულია აშშ-ზე, მაგრამ, თუ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გადადგამს “ჭკვიანურ ნაბიჯებს”, რუსეთი, აშშ-სა და ჩინეთთან ერთად, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოდ იქცევა.

“ტრამპს ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შექებისთვის, მაგრამ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ მოსკოვთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, უნდა ვიმოქმედოთ მშვიდად და ღიად, იმის გათვალისწინებით, რაზე დევს ფსონი”, _ აღნიშნა ბჟეზინსკიმ.

1 COMMENT

  1. ZBIGNEV BZEZINSKI TSAMDE MARTALIA MISI AM SITKVEBIT; ASE UNDA MOIKTSES AMERIKIS AXALI MTAVROBA DA PREZIDENTI RUSETTAN MIMARTEBASHI, TU UNDAT ROM , NMSOFLIOSHI IKNES MSHVIDOBA DA AR AHKVES IM BOROTI DZUKNAS SISULELEEBS, ROMELITS PREZIDENTOBAS APIREBDA…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here