რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფორმა ხელშეკრულება სოხეთის მთავრობის წარმომადგელებთან ერთობლივი სამხედრო ძალების ფომირებაზე. ხელშეკრულებამ სომხეთთან ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა, – იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება რუსეთის ფედერაციისა და სომხეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტში. განკარგულების ტექსტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ევალება მოლაპარაკებების ჩატარება სომხურ მხარესთან და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოეწეროს აღნიშნულ შეთანხმებას.