Home რუბრიკები პოლიტიკა სირიის ლიდერმა აშშ დაადანაშაულა

სირიის ლიდერმა აშშ დაადანაშაულა

486

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ 17 სექტემბერს აშშ-მა შეგნებულად განახორციელა იერიში დეირ-ერ-ზორში განლაგებულ სამთავრობო ჯარების პოზიციებზე. მან ამის შესახებ სერბულ გაზეთ “პოლიტიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 “იერიში აშშ-მა მიზანმიმართულად განახორციელა, რადგანაც “ისლამურმა სახელწიფომ” ძალები ამოწურა სირიის, ირანისა და რუსეთის ძალების წინააღმდეგ. გარდა ამისა, “ჯაბჰათ ან-ნუსრამ”, რომლის მოკავშირეც იყო “ალ ქაიდა”, სირიის მრავალ რეგიონში დათმო პოზიციები და ამიტომაც ამერიკელების მიზანი უკვე სირიის არმიისთვის ძირის გამოთხრაა. ეს არის მიზეზი, რომლის გამოც აშშ-მა განახორციელა იერიშები დეირ-ერ-ზორში”, _ განაცხადა ინტერვიუში ბაშარ ასადმა.

სირიის ლიდერი პასუხისმგებლობას აკისრებს ვაშინგტონს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაზეც. ასადის განცხადებით, აშშ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას, თუ აუცილებლობა მოითხოვს, მაგალითად, როდესაც “ბოევიკების” დაჯგუფებებს დასჭირდებათ დახმარება. და თუ ამას ვერ მოახერხებს, უფლებამოსილი იქნება, ჩაშალოს მოლაპარაკებები. ასადს მიაჩნია, რომ ახლა აშშ და რუსეთი ვერ იქნებიან მოკავშირეები ომში, რომელიც გაჩაღებულია სირიაში ტერორისტებს შორის.  “რუსები აწარმოებენ პოლიტიკას თავიანთი ინტერესების შესაბამისად, მათ წვლილი შეაქვთ საერთაშორისო სამართლისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავის მხრივ, ამერიკელები აწარმოებენ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, ტერორისტების მხარეს ყოფნას. შესაბამისად, მათ სხვადასხვა ღირებულებები გააჩნიათ”, _ განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here