Home რუბრიკები პოლიტიკა მოსულიში ისლამისტთა ლიკვიდაციის ოპერაცია გრძელდება

მოსულიში ისლამისტთა ლიკვიდაციის ოპერაცია გრძელდება

563

ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად მიმდინარე ოპერაციას 900-მდე ისლამისტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ჯოზეფ ვოტელმა განაცხადა. 

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია აქტიურ ფაზაში შედის. სახელისუფლო ძალებმა ისლამისტებზე შტურმი უშუალოდ ქალაქში მიიტანეს,  რომელსაც ისლამისტები, უკვე 2 წელია, აკონტროლებენ.  ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის გასათავისუფლებლად მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის სახელისუფლო ძალები, ქურთული დაჯგუფებები და საერაშორისო კოალიციის ავიაციაა ჩართული. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი იუწყება, რომ  ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოსულიში 322 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა უმრავლესობა ერაყის არმიის ყოფილი ჯარისკაცია. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ყველა მხრიდან ალყაშია მოქცეული. ჯოზეფ ვოტელის განცხადებით, ისლამისტები ადგილობრივ მოსახლეობაში შერევას ცდილობენ, რის გამოც მათი იდენტიფიკაციის პროცესი გართულებულია.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here